მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169.7
-0.0013
flag
AZN 1.5339
-0.0003
flag
CNY 38.933
0.0061
flag
EUR 2.9911
-0.0016
flag
GBP 3.4815
-0.0135
flag
KZT 58.32
-0.0022
flag
TRY 0.0534
-0.0002
flag
USD 2.6071
-0.0005
news banner

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს

news image
mbc image

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი (ENTC) პროექტის განხორციელებას იწყებს, სახელწოდებით: „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს“.

პროექტის მიზანია ვიშეგრადის ქვეყნების (უნგრეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობისა და კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების მიმართ მზადყოფნის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სიღრმისეული კვლევის მომზადება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების შესწავლა, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

პროექტი ითვალისწინებს საგანმანათლებლო კომპონენტებსაც, მაშ შორის საჯარო ლექციებისა და ტრენინგების ორგანიზებას, რომლებიც მიზნად ისახავს ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების, საჯარო მოხელეებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ცნობიერების დონის ამაღლებას. პროექტის საპილოტე რეგიონად შერჩეულია გურია. აქტივობები, რომლებიც მოიცავს კვლევის შედეგების პრეზენტაციასა და პრაქტიკული გზამკვლევის შექმნას, ხელს შეუყობს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ზრდას საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე. პროექტი იწყება 2026 წლის მაისში და დასრულდება 2027 წლის ოქტომბერში. 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია პროექტის ვებგვერდზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image წელს რვა თვის მონაცემებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება - ვახტანგ ცინცაძე

21.09.2026.14:08

პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები - რვა თვის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 63.5%-ით და 3,286.6 მლნ. აშშ. დოლარს უტოლდება, ხოლო ექსპორტის მოცულობა 22%-ზე მეტადაა გაზრდილი და ასევე რეკორდულ მოცულობას - 5,422.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგენს - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.


აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აგვისტოში ექსპორტი 24.7%-ით გაიზარდა და აგვისტოს თვის რეკორდული მოცულობა 752.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ადგილობრივი ექსპორტი (რე-ექსპორტის გამოკლებით) გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 60.0%-ით გაიზარდა და ასევე აგვისტოს თვის რეკორდულ მოცულობა, 432.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. 

მიმდინარე წლის საგარეო ვაჭრობის ტენდენციების შეფასებისას, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა - ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება.

„მათ შორის იზრდება ის პროდუქცია, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანია და საქართველოდან გადის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. საქართველოს მთავრობის ამოცანაა, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ამ მიმართულებით, მთავრობას არაერთი სახელმწიფო პროგრამა აქვს, რომლებიც საბოლოო ჯამში, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და პროდუქტიულობის ზრდაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს ყველაფერი განაპირობებს ერთი მხრივ, იმ შედეგებს, რომელიც საგარეო ვაჭრობის კუთხით ფიქსირდება, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდას და საბოლოო ჯამში ეკონომიკური ზრდის შედეგებში აისახება.

„საქართველოში უკვე მე-6 წელია, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება და ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტენდენციები მომდევნო თვეებსა და წლებში შენარჩუნებული იქნება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა