სემეკმა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ), საჯარო სხდომაზე 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
ანგარიში მოიცავს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების ძირითად ასპექტებს, რეგულირების განვითარების მიზნით 2025 წელს განხორციელებულ პროექტებსა და სემეკის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულების მიმოხილვას.
სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე:
https://gnerc.org/ge/our-commission/commission-reports/tsliuri-angarishebi
სხვა სიახლეები
როგორია საქართველოსა და საფრანგეთის სავაჭრო ბრუნვა
29.05.2026.17:00
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოსა და საფრანგეთის სავაჭრო ბრუნვამ 108 202.2 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკასთან 4%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
2026 წლის ოთხ თვეში საქართველომ საფრანგეთში 12 216.8 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაგზავნა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 15 824.8 ათასი დოლარის. კლება 23%-ია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საფრანგეთში ყიდის:
2026 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლებით საქართველომ საფრანგჰეთიდან 95 985.4 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 96 875.9 ათასი დოლარის. კლება 1%-მდეა.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საფრანგეთიდან ყიდულობს: