სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი დიდ სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და გაძლიერებას - მარიამ ქვრივიშვილი
„საქართველოსა და სერბეთს შორის უკვე არსებობს ძალიან მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა. პრეზიდენტ ვუჩიჩის ვიზიტი საქართველოში პრეცედენტულია, როგორც საპრეზიდენტო რანგის პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში და ეს ძალიან დიდ სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და გაძლიერებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის სახელმწიფო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩთან გამართული ორმხრივი შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებსა და მათი გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის საკითხები, ასევე აღინიშნა საქართველო-სერბეთის ეკონომიკურ კავშირებში არსებული პოზიტიური დინამიკა.
„ორმხრივი შეხვედრისას საუბარი შედგა არაერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხის გარშემო, რაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით არსებული პოტენციალის სრულად ასათვისებლად", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
სხვა სიახლეები
Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 20 - 24 ივლისი
20.07.2026.00:31
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 20 - 24 ივლისის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
20 ივლისი | საგარეო ვაჭრობა (2026 წლის ივნისი)
20 ივლისი | ადგილობრივი ექსპორტი (2026 წლის ივნისი)
20 ივლისი | სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი)
20 ივლისი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2026 წლის ივნისი)
20 ივლისი | მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი)
20 ივლისი | ექსპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი)
20 ივლისი | იმპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი)
20 ივლისი | ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი)
20 ივლისი | სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი)
20 ივლისი | ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი)
20 ივლისი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე (2026 წლის ივნისი)
23 ივლისი | საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (2026 წლის II კვარტალი)
24 ივლისი | ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებებისა (2024 წელი) და ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებლები (2025 წელი)
24 ივლისი | სოფლის მეურნეობის გარემოსდაცვითი მაჩვენებლები (2025 წელი)
სებ-ის კალენდარი
20 ივლისი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020=100
20 ივლისი | საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი
24 ივლისი | საბარათე ინსტრუმენტების სტატისტიკა