მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7209.7
-0.0024
flag
AZN 1.5636
-0.0003
flag
CNY 39.299
0.0076
flag
EUR 3.0768
0.0122
flag
GBP 3.5658
0.0144
flag
KZT 54.34
-0.0005
flag
TRY 0.0574
-0.0002
flag
USD 2.6577
-0.0009
news banner

სერბეთის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დახვდა

news image
mbc image

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სერბეთის პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დახვდა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, აღნიშნულ ვიზიტს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ისტორიული ვიზიტი, რადგან სერბეთის პრეზიდენტი პირველად სტუმრობს საქართველოს.

„სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტს ექნება უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისით, რადგან ვიზიტის ფარგლებში ასევე იქნება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ლიდერების. ვიზიტის მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იკვეთება იმ პროცესში, როდესაც საქართველოს აქვს მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სერბეთთან, რომელიც გულისხმობს, ქვეყნებს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

მინდა აღვნიშნო, რომ ამ შეთანხმებას ექნება უდიდესი მნიშვნელობა ორივე ქვეყნისთვის, გაიზრდება სავაჭრო ბრუნვა და ასევე განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს სერბეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების დროს. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომ ასეთ მოკლე დროში ორი სახელმწიფო გააფორმებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, გაზრდის საქართველოდან ექსპორტს, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მექსიკასთან სავაჭრო ბრუნვა 36.7%-ით გაიზარდა - როგორია საქსტატის მაჩვენებლები

15.06.2026.17:00

საქართველოსა და მექსიკას შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდ დინამიკას აჩვენებს, თუმცა აქაც ზრდა სრულად იმპორტის მატებით არის განპირობებული. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 973.3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.7%-ით მეტია.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მექსიკაში პროდუქციის ექსპორტი საგრძნობლად, დაახლოებით 66.6%-ით შემცირდა და 231.7 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ოთხ თვეში ეს მაჩვენებელი 694.7 ათას დოლარს აღწევდა. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში მექსიკურ ბაზარზე ქართული საექსპორტო პროდუქციის უდიდესი ნაწილი თხილსა და სხვა კაკალზე მოდიოდა, რამაც 175.7 ათასი დოლარი შეადგინა. ექსპორტირებული საქონლის სიაში ასევე მოხვდა ამწე, ჩასატვირთ-გადმოსატვირთი, საბურღი ან სატკეპნი და სხვა მანქანა-მოწყობილობების ნაწილები 52.3 ათასი დოლარით, ხოლო მესამე პოზიციას ნათურები და გამანათებელი მოწყობილობები იკავებს 3.7 ათასი დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, მექსიკიდან საქართველოში საქონლის შემოტანა ორჯერ მეტად გაიზარდა და 1 741.7 ათასი დოლარი შეადგინა, 2025 წლის იანვარ-აპრილში დაფიქსირებული 748.4 ათასი დოლარის საპირისპიროდ. მექსიკიდან იმპორტირებული პროდუქციის რეიტინგში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს 697.4 ათასი დოლარით.

TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო მექსიკიდან ახდენს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 697.4 ათასი დოლარი
  • ლუდი - 423.9 ათასი დოლარი
  • საზომი ან საკონტროლო ხელსაწყოები, სხვა - 226.1 ათასი დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 120.8 ათასი დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 104.6 ათასი დოლარი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა