მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7166.7
-0.0011
flag
AZN 1.5327
0
flag
CNY 38.861
0.0047
flag
EUR 2.9552
-0.008
flag
GBP 3.4478
-0.0063
flag
KZT 59.32
0.0014
flag
TRY 0.0532
0
flag
USD 2.6051
-0.0004
news banner

სესხის მომსახურების კოეფიციენტის ეტაპობრივი ცვლილება ხელს შეუწყობს როგორც დაკრედიტების პროცესზე გავლენის შემცირებას, ისე მსესხებლებისთვის ვალის ტვირთის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას - დავით უტიაშვილი

news image
mbc image

ეროვნულის ბანკის მიერ სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილების მიზანია, მაღალი ხელფასებისა და ეკონომიკური ზრდის პირობებში შენარჩუნდეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკა და დაბალშემოსავლიანი მსესხებლებისთვის ვალის ტვირთი მდგრად დონეზე დარჩეს, - ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა განაცხადა.

თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან 2500 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას.

დავითი უტიაშვილის განმარტებით, ამ დრომდე არსებული მიდგომა 2018 წლიდან მოქმედებს და მსესხებლის შემოსავლის მიხედვით განსაზღვრავს, რა მაქსიმალური წილი შეიძლება მოხმარდეს სესხის მომსახურებას.

მისივე თქმით, 2018 წელს, როდესაც საშუალო ხელფასი 1 000 ლარამდე იყო, 1 500 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური ზღვარი 25%-ით, ხოლო 1 500 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში 50%-ით განისაზღვრა. 2022 წელს შემოსავლის ზრდასთან ერთად შესაბამისი ზღვარი 1 500-დან 2 000 ლარამდე გაიზარდა.

„საშუალო ხელფასი უახლოვდება დაახლოებით 2500 ლარს და ვფიქრობთ დროა, არსებული ზღვარი 2000 ლარიდან 2500 ლარამდე ავწიოთ. ჩვენი მიზანია, დაბალშემოსავლიან მოსახლეობას არ დააწვეს იმაზე მეტი ვალის ტვირთი, რომლის მომსახურებაც მათთვის ფინანსური სტრესის გარეშე რთული იქნება", - აცხადებს დავით უტიაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ეტაპობრივი ცვლილება ხელს შეუწყობს როგორც დაკრედიტების პროცესზე გავლენის შემცირებას, ისე მსესხებლებისთვის ვალის ტვირთის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image „ლენდლორდის“ მოდელი დროთა განმავლობაში ანაკლიის პორტში ერთზე მეტი ტერმინალისა და ტერმინალის ოპერატორის საქმიანობის შესაძლებლობას შექმნის

30.09.2026.13:27

მსოფლიო ბანკი განახლებულ ანგარიშს „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“ აქვეყნებს და მიუთითებს, რომ სტრატეგიულ ინვესტიციებს განვითარებად ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში (TCTC), რომელიც „შუა დერეფნის“ სახელითაც არის ცნობილი, შეუძლიათ 2040 წლისთვის ამ მარშრუტის გასწვრივ ვაჭრობის მოცულობა სამჯერ და მეტად გაზარდონ, გაანახევრონ მგზავრობის დრო, 3,3%-ით აამაღლონ მშპ და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნან.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ანაკლიის პორტის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე და ხაზგასმულია landlord-ის მოდელის უპირატესობები.

,,საქართველოს მთავრობა ავითარებს ფოთის ჩრდილოეთით მდებარე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომლის ოპერირების დაწყება 2029 წელს არის მოსალოდნელი. პორტს ექნება განვითარებისათვის საკმარისი სივრცე, რაც დროთა განმავლობაში მის გაფართოებას შესაძლებელს გახდის. იგი შეძლებს შავი ზღვის მიმართულებით მოსალოდნელი ყველაზე დიდი ზომის გემების მომსახურებას და მულტიმოდალური სატრანსპორტო კავშირებით იქნება დაკავშირებული მის უკანა ზონასთან.

რაც უფრო მნიშვნელოვანია, ანაკლიის პორტი ვითარდება „Landlord“ მოდელის საფუძველზე, რითაც პორტის სექტორის მართვის ისეთი მიდგომა ინერგება, რომელიც შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას და საქართველოს საერთო ტვირთების საზღვაო პორტებში აქამდე პრეცედენტი არ ჰქონია.

მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ინვესტიციების მოზიდვას სახელმწიფო კონტროლის შენარჩუნების პირობებში, უზრუნველყოფს მსოფლიო დონის მომსახურების განვითარებას და დროთა განმავლობაში ანაკლიის პორტში ერთზე მეტი ტერმინალისა და ერთზე მეტი ტერმინალის ოპერატორის საქმიანობის შესაძლებლობას შექმნის.

შედეგად, შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ პორტებს შორის კონკურენციის განვითარება ფოთისა და ბათუმის პორტებთან მიმართებით, არამედ პორტის შიგნით კონკურენციის ჩამოყალიბებაც თავად ანაკლიის პორტში”, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა