მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით l გენადი არველაძე

news image
mbc image

შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება დამატებით შესაძლებლობებსაჩენს ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით  , - აღნიშნულის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

"მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ავიაკომპანიებთან - China Southern-თან და China Eastern-თან. პირველი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რაც მნიშვნელოვანია ასევე ტურისტული ნაკადის, ტურიზმის ნაკადის მოზიდვის კუთხით, რომ ახალი მიმართულებების დამატება მოხდება ამ შემთხვევაში მიმართულება შანხაი-თბილისის, რომელიც კიდევ დამატებით შესაძლებლობებს აჩენს, რომ მოვიზიდოთ როგორც ჩინეთიდან ტურისტები, ასევე იმ მესამე ქვეყნებიდან, რომელიც ფაქტიურად შანხაი ჰაბი გახლავთ, მაგალითად ახალი ზელანდიისთვის, იგივე სამხრეთ კორეისთვის, ავსტრალიისთვის. ანუ ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ხშირად სტუმრობენ შანხაის და შანხაი არის მიმართულება, რომლითაც ვისთანაც შანხაიდან ხორციელდება პირდაპირი ფრენები კიდევ აგრძელებენ ამ ვიზიტებს. მნიშვნელოვანია, მათ შორის ამ მიმართულების გარკვეულად პრომოცია მოხდება, რაც უფრო მეტ ტურისტს სხვადასხვა ქვეყნებიდან მათ შორის მოიზიდავს ამ მიმართულებაზე. ეს მნიშვნელოვანი იყო ზოგადად ტურისტული ნაკადი, რომელიც ჩვენ მივიღეთ 2025 წელს ჩინეთიდან  44%-ზე მეტით გაიზარდა, 127 ათასზე მეტი ტურისტი ესტუმრა, ჩინელი ტურისტი საქართველოს, რაც ფაქტიურად იყო დამსახურება პირდაპირი ფრენების თავისთავად, მაგრამ ასევე იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, რომელიც საქართველომ და ასევე ჩინეთმა მიიღეს  ეს არის უვიზო მიმოსვლა, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტურისტული ნაკადების მოზიდვის კუთხით ჩინეთიდან.

ჩვენ ველოდებით რომ ბევრად გაიზრდება ასევე 2026 წელს და უკვე გვაქვს ეს დადებითი ტენდენცია, ზრდის ტენდენცია, რომელიც ფიქსირდება ჩინეთიდან ტურისტების მიმართულებით. ახალი მიმართულება, რომელიც ასევე უახლოეს ორ-სამ თვეში გვექნება ასევე შანხაი, დამატებით ტურისტს შემოიყვანს ჩინეთიდან და ის მიმართულებები, რომელიც ასევე China Southern-თან ჩვენ განვიხილეთ, ეს იყო პირდაპირი ფრენა პეკინსა და თბილისს შორის. დღეს როგორც იცით ეს China Southern-ი ახორციელებს ფრენებს თბილისი-ურუმჩი და შემდეგ პეკინი, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების ასევე ბიზნესის კუთხით რომ მოხდეს პირდაპირი ფრენების დანიშვნა პეკინი-თბილისის და ამ კუთხით ჩვენ გვქონდა მიმოხილვა მათთან და ამ შესაძლებლობის შესაძლებლობას China Southern-ი განიხილავს. თუმცა ამას სჭირდება გარკვეული შესაბამისი მონაცემები, რომელსაც ჩვენ ველოდებით, რომ იმდენად მზარდია და როგორც გითხარით შარშანდელი წელი იმდენად კარგი იყო ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების კუთხით, 44%-იანი ზრდა უკვე გვაძლევს იმის იმედს, რომ მათ შორის ეს მიმართულებაც დადებითად იქნება განხილული China Southern-ის მიერ.

ჩვენ გვქონდა ასევე სხვადასხვა მიმართულებებით საუბარი რომ დაიწყოს სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ვხედავთ რომ ინტერესი მაღალია ჩვენი ქვეყნის მიმართ და აღნიშნული პირდაპირი ფრენები ბევრი სხვა ქალაქებიდანაც ხელს შეუწყობს დამატებით ჩინელი ტურისტების მოზიდვას. ასე რომ კარგი შეხვედრები იყო ამ მიმართულებით და ჩვენ ველით, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი სიახლე გვექნება ამ წელს და მომავალ წელსაც ", - აცხადებს გენადი არველაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა