მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი აქტიურ ფაზაშია - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ფასი, დაახლოებით, 7.5 ცენტია, ხოლო ევროპაში 1 კვტ/სთ ელექტროენერგია საშუალოდ 30 ცენტიდან ივაჭრება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში დებატებში მონაწილეობისას ელექტროენერგიის საექსპორტო შესაძლებლობებზე საუბრისას განმარტა. 

მინისტრის განცხადებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც 1300 მეგავატიანი ხაზით საქართველოს ევროპასთან დააკავშირებს, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც აქტიურ ფაზაშია. 1300 მეგავატიანი ხაზი, რომელიც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, მისცემს შესაძლებლობას საქართველოში გენერირებულ ელექტროენერგიას, რომ პირდაპირი წვდომა ჰქონდეს ევროკავშირთან, სადაც იცით, საფასო პოლიტიკა როგორია. საქართველოში გენერირებული ელექტროენერგია დაახლოებით 7.5 ცენტია, ხოლო ევროპაში დღეს ივაჭრება ელექტროენერგია ერთი კილოვატსაათი საშუალოდ 30 ევროცენტიდან და მაღლა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ელექტროენერგიის იმპორტი მჭიდროდ არის დაკავშირებული გაზის მოხმარებასთან, რადგან განსაკუთრებით პიკურ პერიოდში ქვეყანა თბოსადგურების მუშაობისთვის დიდ მოცულობას იყენებს. მისი თქმით, იანვარი ნათელი მაგალითია, როდესაც პარალელურად რამდენიმე წყაროდან ხდებოდა იმპორტი, რაც ენერგოდეფიციტის სირთულეს აჩვენებს და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

„ჩვენ საკმაოდ დიდი მოცულობის გაზის მოხმარება გვჭირდება, განსაკუთრებით პიკურ პერიოდებში და იდეაში, შეიძლება ითქვას, ასევე რვა თვის განმავლობაში იმისთვის, რომ გაზის მოხმარებით ვამუშაოთ თბოელექტროსადგურები და გამოვიმუშაოთ ქვეყანაში ელექტროენერგია. იანვრის თვე არის კარგი მაგალითი იმიტომ, რომ იანვარში პარალელური სამი წყაროდან - მეოთხე წყაროდანაც ხდებოდა ელექტროენერგიის რეჟიმულად და პარალელურად ჩვენს ქვეყანაში იმპორტი და ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ როგორი სირთულის წინაშე დგება ქვეყანა, როდესაც დეფიციტი აქვს და ამხელა დეფიციტი აქვს ელექტროენერგიის,  სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე ერთად ვიზრუნოთ", - აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს ფასების გამჭვირვალობასა და სამომხმარებლო ტარიფებზე ზემოქმედებას, თუმცა, პარალელურად აუცილებელია ახალი დადგმული სიმძლავრეებისა და ქსელის განვითარება.

„რაც შეეხება ფასების გამჭვირვალობას და რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტული პროექტები, რომლებიც დღეს უკვე აქტუალურია და უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ეს პროექტები უნდა განვითარდეს, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით სამომხმარებლო ტარიფებზე ნებისმიერი პროექტის გავლენას, თუმცა აქვე, რა თქმა უნდა, ვიაზრებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს ახალი დადგმული სიმძლავრეების ექსპლუატაციაში შესვლას, მაგრამ, მეორე მხრივ, უშუალოდ ქსელის განვითარებას. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ქსელის ოპერატორების მიერ იქნება ინვესტირებული 1,5 მილიარდი ლარი, რომელიც პირდაპირ მოემსახურება გადამცემი ხაზების გაძლიერებას იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მდგრადი და სტაბილური ენერგოდისტრიბუცია მთელი ქვეყნის მასშტაბით"- აღნიშნა მინისტრმა.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა