მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.1
-0.0406
flag
AZN 1.5343
-0.0081
flag
CNY 38.848
-0.0208
flag
EUR 2.9721
-0.0086
flag
GBP 3.4543
-0.0122
flag
KZT 58.86
-0.0047
flag
TRY 0.0533
-0.0004
flag
USD 2.608
-0.0138
news banner

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ქართული ინიციატივაა და მისი განვითარება ძალიან აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ქართული ინიციატივაა და მისი განვითარება ძალიან აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში გამართული „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" რიგით მე-12 მინისტერიალის დასრულების შემდეგ, სადაც ის აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარება ახალ ფაზაში გადადის.

„ჩვენ უკვე დავასრულეთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ახლა გადავდივართ შემდეგ ფაზაზე, რაც არის უშუალოდ ფსკერის კვლევები იმისთვის, რომ აქტიურად დავიწყოთ უშუალოდ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარება.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის პარალელურად, რომელიც იქნება 1300 მეგავატამდე ელექტროენერგიის გამტარობის მქონე, რა თქმა უნდა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი თავის მხრივ უზრუნველყოფს საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე. საქართველო კვლავ განაგრძობს იყოს თანამონაწილე მწვანე ენერგეტიკული დერეფნის, რომელიც რეგიონული გაერთიანების პროექტია, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ჩვენს რეგიონში გენერირებული ელექტროენერგიის ერთობლივად, საქართველო-აზერბაიჯანის რესურსის გაერთიანებას და შემდგომში ელექტროენერგიის ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე", - განაცხადა მინისტრმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა - Galt & Taggart

28.09.2026.11:00

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები. 

,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა