მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.8
-0.0035
flag
AZN 1.5309
-0.0003
flag
CNY 38.8
-0.0006
flag
EUR 2.9115
-0.0148
flag
GBP 3.4395
-0.0083
flag
KZT 58.22
0.0056
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6021
-0.0004
news banner

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიის ევროპულ ბაზარზე გატანის შესაძლებლობას შექმნის | Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი

news image
mbc image

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიის ევროპულ ბაზარზე გატანის შესაძლებლობას შექმნის, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, ანა ჯეჯელავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„დაახლოებით, ჩვენი გათვლებით, ნახევარი ტერავატსაათი ელექტროენერგია დაიღვარა, ელექტროენერგიის ეკვივალენტი დაიღვარა წყლის სახით.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არამხოლოდ ელექტროენერგიის შეზღუდვა მოხდა ჰიდროელექტროსადგურებზე, ასევე ეს გავრცელდა მზის და ქარის სადგურებზეც. ანუ ყველა ჩვენი განახლებადი რესურსი იყო მოზღვავებული ენერგიით და შესაძლებლობა ნამდვილად იყო მეტი ექსპორტის.

უნდა აღვნიშნო, რომ ზოგადად წლევანდელ ექსპორტს თუ შევხედავთ, 30% ამ ექსპორტის იყო ტექნიკური მიმოცვლა აზერბაიჯანთან. მეთოდოლოგია შეიცვალა, წინა წლებში ეს არ ჩანდა სტატისტიკაში და აწი სულ გამოჩნდება და ეს ტექნიკური მიმოცვლებიც იქნება.

მესამედი იყო უშუალოდ ეს კომერციული ექსპორტი, რაც წარმოადგენს კომპანიების მიერ ბიზნესდაინტერესებით გატანილ ელექტროენერგიას, და კიდევ ერთი მესამედი იყო სახელმწიფოს მიერ გატანილი ბარტერი.

რა არის ეს ბარტერი? ანუ, როდესაც გამოიკვეთა ამ სიჭარბის პრობლემა და ის, რომ იქნებოდა ჭარბი გენერაცია, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ასეთი მიდგომა, რომ შეისყიდიდა ადგილობრივ გენერაციას ენგურის ფასად, ანუ 4 თეთრად, და გაყიდიდა ამ ელექტროენერგიას თურქეთში, ხოლო სანაცვლოდ თურქეთისგან მიიღებდა ელექტროენერგიას ზამთრის დეფიციტურ პერიოდში. რეალურად გაცვლას ექნება ადგილი.

ჩვენ ვიცით, რომ 85 მილიონი, დაახლოებით, კილოვატსაათი გავიდა ამ ბარტერის შეთანხმებით საქართველოდან და, ნუ, რაღაც ეკვივალენტი უნდა დაბრუნდეს საქართველოში.

გამომდინარე აქედან, ეს ბარტერი განმეორდება თუ არა მომავალ წელს, იქნება თუ არა რაიმე სხვა მიდგომები დაღვრებთან დაკავშირებით, ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს ამაზე მუშაობა. თუმცა მთლიანობაში რომ შევხედოთ, სექტორმა, დაახლოებით, ჩვენი შეფასებებით, 25-დან 80 მილიონ ლარამდე იზარალა ამ ჭარბი გენერაციის ვერ რეალიზაციის გამო.

და როდესაც ვსაუბრობთ, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს, აქ ძირითად შესაძლებლობად, ალბათ, დამატებითი დერეფნების შექმნას დავასახელებდი და, პირველ რიგში, ხაზს გავუსვამდი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს, რომელიც არის სამთავრობო გეგმაში. ვიცით ამის შესახებ, დაგეგმილია, რომ ეს აშენდეს 2032 წლისთვის და ამ კაბელისა და ამ პროექტის საშუალებით შესაძლებელი იქნება, რომ გავიტანოთ ელექტროენერგია უშუალოდ საქართველოდან ევროპულ ბაზარზე, პირდაპირ“, - აცხადებს ანა ჯეჯელავა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image FMCG ბაზარზე ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა წლიურად შემცირდა - Galt & Taggart

08.10.2026.11:00

Galt & Taggart განახლებულ კვლევას აქვეყნებს „FMCG სექტორი საქართველოში“. ანგარიშში განხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები.

2026 წლის პირველ ნახევარში, FMCG ბაზრის შემოსავლები წლიურად 11.0%-ით გაიზარდა და 13.1 მლრდ ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ზრდა ბრენდულ ქსელებს ჰქონდათ - 12.8%, არაბრენდული მაღაზიების შემოსავლები 12.0%-ით, ხოლო სხვა ფორმატების 8.1%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში FMCG ინფლაციამ 7.0% შეადგინა. მთლიან FMCG შემოსავლებში ბრენდული ქსელების წილმა 41.1% შეადგინა (vs 40.4% 1H25-ში).

ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდა (+12.8% წ/წ) ძირითადად არსებული მაღაზიების გაყიდვების ზრდით იყო განპირობებული (LFL ზრდა 10.3% წ/წ). ამასთან, 2026 წლის პირველ ნახევარში ბრენდული მაღაზიების რიცხვი 41-ით გაიზარდა. ბრენდული ქსელების შემოსავლების 56.8% თბილისზე, ხოლო 43.2% რეგიონებზე მოდიოდა 1H26-ში. ერთი მაღაზიის საშუალო შემოსავალი თბილისში ₾1.4 მლნ, რეგიონებში კი ₾1.1 მლნ იყო.

დეილი ჯგუფი ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, მეორე ადგილზეა 2 ნაბიჯი- რომლის შემოსავლებიც საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო მესამეზე - ნიკორა. 1H26-ში დეილი ჯგუფის წილი მთლიან ბრენდული ბაზარის შემოსავლებში 27.3% იყო (vs 28.4% 1H25-ში), მეორე ადგილზეა 2 ნაბიჯი- 20.3%-იანი წილით (vs 18.2% 1H25-ში), ხოლო მესამეზე ნიკორა - 15.9%-იანი წილით (vs 16.9% 1H25) . თბილისში ბაზრის ლიდერია 2 ნაბიჯი - მისი წილი 20.5%-ს შეადგენდა (vs 19.1% 1H25-ში), მეორე ადგილზეა დეილი ჯგუფი, რომლის წილიც 19.5% იყო (vs 19.2% 1H25-ში); რეგიონებში დეილი ჯგუფი კვლავ მკაფიო ლიდერია ბაზრის 37.6%-იანი წილით, თუმცა მისი წილი შემცირებულია 1H25-ის 40.8%-დან.

ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა წლიურად შემცირდა. კლება ძირითადად გამოწვეული იყო საერთო მოგების მარჟის შემცირებითა და სახელფასო ხარჯების შემოსავალთან ფარდობის ზრდით. შერჩეული ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა 5.4%-დან 4.0%-მდე შემცირდა, ხოლო საერთო მოგების მარჟა 27.1%-დან 26.3%-მდე შემცირდა. ამასთან, 1H26-ში სახელფასო ხარჯების ფარდობამ შემოსავალთან 12.9%-ს შეადგინა, რაც 0.6 პპ-იანი ზრდაა 1H25-ის 12.3%-თან შედარებით, იჯარისა და სხვა საოპერაციო ხარჯების წილი თითქმის უცვლელი დარჩა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა