მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.1
-0.0406
flag
AZN 1.5343
-0.0081
flag
CNY 38.848
-0.0208
flag
EUR 2.9721
-0.0086
flag
GBP 3.4543
-0.0122
flag
KZT 58.86
-0.0047
flag
TRY 0.0533
-0.0004
flag
USD 2.608
-0.0138
news banner

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი იქნება საუკუნის პროექტი - გიორგი მარგებაძე

news image
mbc image

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი იქნება საუკუნის პროექტი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მარგებაძემ განაცხადა.

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი იქნება საუკუნის პროექტი. ეს თუ განხორციელდა, აი, იმ პრობლემაზეც, რაზეც ვსაუბრობდით ჩვენ ახლა, მაისი-ივნისის დაღვრაზე, ჩვენ ფაქტობრივად გაგვეხსნება ევროპის ბაზარი.

ეს, გარდა იმისა, რომ ჩვენ ახლა ფულში შეიძლება გადავიყვანოთ ამდენი კილოვატსაათი. გამოვიდა, რომ 12 მილიარდ კილოვატსაათზეა საუბარი. 1 500 მეგავატის პირველი ეტაპი, რაც უნდა გაკეთდეს შავი ზღვის კაბელი, და სადღაც 4,5-5 მილიარდ ლარამდე არის ყოველწლიურად ქვეყანაში შემოსული.

ეს რამხელა ფული არის და ეს ილექება ამ ბიზნესში, რომელიც მერე ისევ ფულს აბრუნებს და, გარდა მაგისა, ექნება ეკონომიკური სარგებელი, ექნება პოლიტიკური დატვირთვა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი.

პირდაპირ ევროკავშირი, ევროპის ქვეყნები ჩვენზე დამოკიდებულები ხდებიან უკვე და არა ღვინოზე თუ კარტოფილზე, არამედ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსზე - ენერგიაზე. ცოტა ხანში ნავთობი იქნება ელექტროენერგია.

შესაბამისად, პოლიტიკური დატვირთვა ძალიან დიდი ექნება და, რაც მთავარია, ჩვენს ქვეყანაში, როდესაც უცხოელი ინვესტორი დაინახავს, რომ შენი ქვეყნის ბაზარს აქვს გასასვლელი ევროპის ბაზარზე, აბსოლუტურად სხვანაირი დამოკიდებულება გაუჩნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის კუთხით.

შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი პროექტი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, - აცხადებს გიორგი მარგებაძე.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა - Galt & Taggart

28.09.2026.11:00

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები. 

,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა