შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა - მარიამ ჩახვაშვილი
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა, - ამის შესახებ, Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, მარიამ ჩახვაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„წელს ნამდვილად განსაკუთრებული წელი გვქონდა და ამას ყოველთვიურად ვაჟღერებთ თავიდან. წელს გვქონდა იანვრიდან მარტამდე პერიოდი, განსაკუთრებულად მძიმე დეფიციტის პერიოდი, როდესაც განახლებადი ენერგიით, მაგალითად, იანვარში, მხოლოდ 36%-ით დაკმაყოფილდა ჯამური მოხმარება.
ამავდროულად, ზაფხულში გვქონდა პერიოდი ჭარბი ჰიდროგენერაციის, როდესაც საექსპორტო ბაზრებზე ფასების შემცირებიდან გამომდინარე ვერ განხორციელდა ექსპორტი და გარკვეულწილად გენერაციის შეზღუდვა გახდა საჭირო. უკვე დღეის მდგომარეობით, ანუ სექტემბრიდან, გადავედით ისევ დეფიციტურ პერიოდში, როდესაც თბოსადგურების მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ ადგილობრივი მოხმარება დაკმაყოფილდეს და უკვე ოქტომბრიდან დაწყებულია უშუალოდ ელექტროენერგიის იმპორტიც.
რეალურად, აგვისტოშიც უკვე თბოსადგურები ჩართული იყო, უბრალოდ, აქ დეფიციტთან ერთად სხვა ფაქტორებიც იყო განპირობებული, ან რეალურად, ჯამში რომ შევაჯამოთ, წლევანდელი წელი იყო, ერთი მხრივ, მკაცრად იმპორტდამოკიდებული ზამთრით და კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის სეზონური გამოწვევა, რომ ზამთარში გვჭირდება მაქსიმალურად მეტი ზამთრის გენერაცია.
მეორე მხრივ, ზაფხული იყო განსხვავებული იმით, რომ ჩვენ მთავარ საექსპორტო ბაზარზე, თურქეთში, ფასები ჩამოვარდა მნიშვნელოვნად. შესაბამისად, ექსპორტი აღარ იყო მომგებიანი ადგილობრივი ექსპორტიორებისთვის და ეს რეალობაც დადგა დღის წესრიგში, მათ შორის ახალი სადგურებისთვისაც. საინვესტიციო კლიმატზეც მნიშვნელოვნად მოახდინა ამან გავლენა.
ყველა დეველოპერი ახლა ფიქრობს, რომ თუ მომავალ წლებშიც აშენდება ეს სადგურები, მაშინ სად გაგვაქვს ექსპორტი, თუ თურქეთში გაგრძელდა ეს ტენდენცია დაბალი ფასების? და მოცემულობა ისეთი არის, რომ ახლა იქ ფასმა რატომ დაიკლო? დაიკლო მაღალი ჰიდროგენერაციის გამო, მზის სადგურების მშენებლობის გამო. ეს ორი ფაქტორი ვერ ვიტყვით, რომ ერთჯერადია. ჰიდროგენერაცია მაღალი იყო, კი ბატონო, ეს 100-წლიანი გვალვა დამთავრდა თურქეთშიც და საქართველოშიც, მაღალი ჰიდროლოგიის წელი გვქონდა. ეს არის ერთჯერადი ფაქტორი, მაგრამ ის, რომ თურქეთში მზის სადგურები ბევრი არის აშენებული, ის, რომ ატომურს ამატებენ წლის ბოლოსთვის, თუ არა, შემდეგი წლისთვის მაინც, უკვე ფაქტია.
ამიტომ დასჭირდება თუ არა თურქეთს ის ელექტროენერგია, რომელიც ჩვენ გვინდა, დამატებით კითხვებს აჩენს ინვესტორისთვისაც და ყველა ასე უყურებს, რომ რა მდგომარეობა იქნება ზაფხულში, მოუწევთ თუ არა გენერაციის შეზღუდვა.
ინტერესი შავი ზღვის კაბელის მიმართ განსაკუთრებით გაიზარდა, იმიტომ, რომ ეს არის ბაზრების დივერსიფიკაციის საშუალება და, ნუ, ფაქტობრივად, წელს საექსპორტო ბაზრების ათვისების, დივერსიფიკაციის ხაზების მშენებლობის თემა განსაკუთრებულად კრიტიკულად გამოჩნდა სექტორისთვის“, - აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი.
სხვა სიახლეები
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა - მარიამ ჩახვაშვილი
04.11.2026.10:37