მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7168
0.0013
flag
AZN 1.5324
-0.0003
flag
CNY 38.85
-0.0011
flag
EUR 2.9576
0.0024
flag
GBP 3.4624
0.0146
flag
KZT 59.24
-0.0008
flag
TRY 0.0531
-0.0001
flag
USD 2.6047
-0.0004
news banner

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ერთობლივი საწარმოს ხელმძღვანელი შეიცვალა

news image
mbc image

იუსუფ გაიბოვი Green Energy Corridor Power Company-ის (GECO) ახალ გენერალურ დირექტორად და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურა აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ და GECO-ს აქციონერმა AzerEnergy OJSC-მ წარადგინეს. გაიბოვმა მოვალეობის შესრულება ფაქტობრივად სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო, ხოლო მისი ოფიციალური, დანიშვნა ნოემბრის დასაწყისშია მოსალოდნელი.

ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე გაიბოვი AzerEnergy-ში საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

პროექტი ხორციელდება მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში, რომელსაც აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წელს ბუქარესტში მოაწერეს ხელი. შეთანხმება ევროპასთან მწვანე ენერგიის დერეფნის შექმნის მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცა.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინიციატივაა, რომლის მიზანია საქართველოსა და რუმინეთის პირდაპირი დაკავშირება და სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგოსისტემების ინტეგრაცია.

წყალქვეშა კაბელის სიგრძე ზღვის ქვეშ 1 115 კილომეტრი, ხოლო ხმელეთზე 40 კილომეტრი იქნება. მისი საოპერაციო ძაბვა 525 კილოვოლტს, გადაცემის სიმძლავრე კი 1 300 მეგავატს შეადგენს.

შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მონტაჟის დასრულება 2032 წლისთვის არის დაგეგმილი. პროექტი ევროკავშირის საერთო ინტერესის პროექტების (PMI) სიაშია შეტანილი. ევროკომისია მისი განხორციელებისთვის 2.3 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი - როგორია სტატისტიკა

30.09.2026.19:01

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად. 

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 69.3 პროცენტია. 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 670.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული  ცვლილებების გამო ვალი 627.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ფასის ცვლილებების გამო 28.2 მლნ აშშ დოლარით და საკურსო ცვლილებების გამო 15.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო სხვა ცვლილებების გამო ვალი 1.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.3 მლრდ აშშ დოლარი (29.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.7 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 9.1 მლრდ აშშ დოლარი (24.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 22.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 733.9 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.8 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 483.0 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.2 პროცენტი) და 907.2 მლრდ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.2 პროცენტი). 

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 10.8 მლრდ აშშ დოლარი (28.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.2 მლრდ აშშ დოლარი (11.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 10.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (8.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 8.2 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 83.1 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. 

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 12.2 მლრდ აშშ დოლარი (32.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 29.9 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.1 მლრდ აშშ დოლარია (10.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 10.1 პროცენტია. 

2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 38.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 38.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 11.5 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.  2026 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 733.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 470.9 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა