მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ხელს შეუწყობს რეგიონში წარმოებული მწვანე ენერგიის ევროპულ ბაზრებზე გატანას - ჯუბო ტურაშვილი

news image
mbc image

„საქართველო აფართოებს თავის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, როლს არა მხოლოდ ნახშირწყალბადების ტრანზიტის მიმართულებით, არამედ ელექტროენერგიის გადაცემის კუთხითაც. კერძოდ, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, უშუალოდ დაუკავშირდეს ევროპულ ენერგოსისტემებს დაგეგმილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა კასპიის ბიზნეს ფორუმზე გამოსვლისას, რომელიც აშშ - ში, ქალაქ ნიუ-იორკში გაიმართა. მან მონაწილეობა მიიღო ფორუმის პანელზე, რომელზეც შუა დერეფნის მეშვეობით კასპიის რეგიონის ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის საკითხები განიხილეს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. „საქართველო საიმედო სატრანზიტო პარტნიორი ქვეყანაა. მისი მიზანია, კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი სატრანზიტო ფუნქცია მომავალში. ქვეყანა სამხრეთ კავკასიის მასშტაბით უწყვეტი და უსაფრთხო ტრანზიტის უზრუნველყოფის ჯაჭვის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას  წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციით," - აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა. 

თავის გამოსვლაში, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა უკვე არსებულ სატრანზიტო მიმართულებებზე, მათ შორის, სამხრეთის გაზის დერეფანზე, რომლის გაფართოება მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა ევროკავშირისთვის, რათა გაიზარდოს გაზის მიწოდების დივერსიფიკაცია და ენერგომომარაგების მთლიანი უსაფრთხოება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აზიიდან ნავთობის სატრანზიტო ნაკადების შუა დერეფანში მოზიდვის შესაძლებლობებზე. 

ფორუმის მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობამ. „ეს არის ფლაგმანი პროექტი რეგიონში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული დაკავშირებულობის გაძლიერებას. საქართველოსა და რუმინეთის ელექტროსისტემების დამაკავშირებელი კაბელი საშუალებას მისცემს საქართველოში და მთლიანად რეგიონში წარმოებული მწვანე ენერგიის ევროპულ ბაზრებზე გატანას. ეს პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ელექტროენერგიის გაცვლის შესაძლებლობებს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის. მას აქვს დიდი პოტენციალი, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში," - აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა. მისი თქმით, ელექტროენერგიის ბაზრის გაფართოება ევროპისკენ წაახალისებს ინვესტიციებს წარმოებისა და გადაცემის ინფრასტრუქტურაში, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაში და ამით ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა