მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას გააძლიერებს - ვახტანგ ცინცაძე

news image
mbc image

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა განიხილეს მწვანე ენერგიის მრჩეველთა საბჭოს მე-3 მინისტერიალის სხდომაზე, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მიიღო მონაწილეობა. 
როგორც მინისტრიალის სხდომაზე გამოსვლისას, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი უზრუნველყოფს საიმედო მარშრუტს საქართველოდან ევროპელ მომხმარებლებზე სუფთა, განახლებადი ელექტროენერგიის მიწოდებისთვის. მისი თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უზრუნველყოფს რეგიონის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეწყობას, ასევე გაამყარებს საქართველოს პოზიციებს ენერგეტიკული ტრანზიტის მიმართულებით.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საერთაშორისო კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ პროექტი ტექნიკურ-ეკონომიკურად დასაბუთებულია. „შავი ზღვის კაბელის პროექტი შეტანილია ევროპის ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელის (ENTSO-E) 2026 წლის ათწლიან განვითარების გეგმების პროექტების სიაში. რამდენიმე კვირის წინ ბრიუსელში, ევროკომისიის ენერგეტიკის გენერალურ დირექტორატში გაიმართა სამუშაო შეხვედრა შავი ზღვის კაბელის პროექტის განსახილველად, როგორც საერთო ინტერესის კანდიდატი პროექტისა (PMI)," - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ. 
მისი თქმით, პროექტის წარმატებული განხორციელება მოითხოვს მჭიდრო კოორდინაციას, სტრატეგიულ ინვესტიციებს და ძლიერ პარტნიორობას. 
„საქართველო სრულ მზადყოფნაშია ითანამშრომლოს ჩვენს რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ინიციატივის განსახორციელებლად. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, არის გლობალური ინვესტიცია სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში. ეს არის ჩვენი საერთო ხედვა მდგრადი და ენერგეტიკულად უსაფრთხო მომავლისთვის," - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ. 
მინისტერიალის სხდომას საქართველოს მხრიდან ასევე დაესწრო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა