მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა საქართველოს დამატებით ახალი ევროპული დანიშნულება მისცა - გენადი არველაძე

news image
mbc image

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გარემოს მდგრადობისკენ.  პროექტი აქტიურ ფაზაშია და იგი შეუცვლელია ევროპასთან დაკავშირებულობისა და ელექტროენერგიის ექსპორტის თვალსაზრისით. ამ პროექტის განვითარებით საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, გააძლიერებს თავის პოზიციას, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი ქვეყანა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა საქართველოს დამატებით „ახალი ევროპული დანიშნულება" მისცა. პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ტრანსატლანტიკური ენერგეტიკისა და კლიმატის თანამშრომლობის (P-TECC) ფარგლებში გამართულ რიგით მე-5 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიება რუმინეთის დედაქალაქ ბუქრესტში ჩატარდა და მასში საქართველოს დელეგაცია აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნის და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრის ერთობლივი მოწვევით მონაწილეობდა. დელეგაციაში ასევე წარმოადგენდა სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი.

თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მინისტერიალის ორგანიზატორებს, განსაკუთრებით, აშშ - ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანს ჯენიფერ გრანჰოლმს ფორუმზე მოწვევისთვის. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას ენერგორესურსების და მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციის, ელექტროენერგიის და გაზის გადაცემის ქსელების გაძლიერების, აგრეთვე რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების და  საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების კუთხით. მან ასევე ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორში, განსაკუთრებით „მწვანე ენერგეტიკაში" ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებს.

გენადი არველაძის ინფორმაციით, საქართველოს ადგილობრივი წარმოების 80%-მდე მოდის განახლებადი ენერგიებზე, უმეტესად ჰიდროენერგიაზე, რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების მთავარი წყაროა. მისი თქმით, ქვეყანაში მწვანე ენერგიის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ კონკურენციასა და საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე  განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალი სქემა აამოქმედა, შედეგად, ინვესტორების მხრიდან ენერგეტიკაში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გაიზარდა.

მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოში ელექტროენერგიის გადაცემის ინფრასტრუქტურასა და მისი განვითარების ათწლიანი გეგმაზე, აგრეთვე სხვადასხვა ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რომლებიც საქართველოში ინერგება და ზრდის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხს. გენადი არველაძემ აქცენტი გააკეთა ელექტროენერგიის ქსელში შემნაცველი ბატარეების სისტემის დანერგვაზე, აგრეთვე მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის ამოქმედებაზე.

მინისტრის მოადგილის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რეგიონულ თანამშრომლობას ელექტროენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, შავი ზღვის  წყალქვეშა კაბელის პროექტს. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გარემოს მდგრადობისკენ. „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი აქტიურ ფაზაშია და იგი შეუცვლელია ევროპასთან დაკავშირებულობისა და ელექტროენერგიის ექსპორტის თვალსაზრისით. კაბელი დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთის ელექტროსისტემებს, რაც უზრუნველყოფს საქართველოსა და მთელ რეგიონში წარმოებული მწვანე ენერგიის ევროპულ ბაზრებზე მიწოდების შესაძლებლობას," - აღნიშნა გენადი არველაძემ.

თავის გამოსვლაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთგულებას ევროინტეგრაციის მიმართულებით. „ჩვენი შემდეგი მიზანია, მივაღწიოთ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა წინ წავიწიოთ რეფორმების პროცესში აღებული ვალდებულებების შესაბამისად," - აღნიშნა გენადი არველაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ივლისში ყაზახეთიდან $3 227.4 მლნ-ის ღირებულების ნავთობის იმპორტი განხორციელდა - საქსტატი

21.08.2026.11:00

საქართველოში ყაზახური ნედლი ნავთობის იმპორტი პირველად განხორციელდა.

საქსტატის მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში 3 227.4 მლნ დოლარის ღირებულების 5 456.4 ათასი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის იმპორტი განხორციელდა.

შედარებისთვის, მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში 36 354.2 მლნ დოლარის 87 424.5 ტონა რუსული ნავთობი შემოვიდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა