შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებზე, თუ სად შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები - მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე
ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელმაც განსაკუთრებული ფუნდამენტი შექმნა სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრ ტინგ სიუესიანგსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ძალიან ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებზე, თუ სად შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობაზე, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზე, საქართველოს როლზე შუა დერეფნის კონტექსტში, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, ისევე როგორც ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით არსებულ მზარდ დინამიკაზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასევე ქართული საექსპორტო პროდუქციის მოცულობის კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობებს.
„ვიზიტის ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა, გაგვემართა ორმხრივი შეხვედრები ადგილობრივ მსხვილ ჩინურ კომპანიებთან, რომლებთანაც განვიხილეთ ქართული პროდუქციის ექსპორტის კიდევ უფრო მეტად ზრდის შესაძლებლობა. გვაქვს ძალიან აქტიური დინამიკა ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით, გვაქვს მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივები", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ჩინურ ავიამწარმოებელ კომპანიაში Commercial Aircraft Corporation of China (COMAC) შეხვედრა გამართა
05.11.2026.20:24
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ჩინურ ავიამწარმოებელ კომპანიაში Commercial Aircraft Corporation of China (COMAC) შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა სამოქალაქო ავიაციის სექტორში. აღინიშნა, რომ ამჟამად რეგულარულ ფრენებს ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ჩინეთის სამი ავიაკომპანია კვირაში 13 სიხშირით ასრულებს. ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინურ ავიაკომპანიებთან მიმართულებებისა და სიხშირეების დამატების მიზნით.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ თბილისში 2032 წლისთვის 20 მლნ მგზავრზე გათვლილი ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, მანამდე კი დედაქალაქის ამჟამინდელი აეროპორტი გაფართოვდება. გარდა ამისა, მიმდინარე წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა, რომლის შედეგადაც ქუთაისში შეძლებენ ყველა ზომის სატვირთო თუ სამგზავრო ხომალდის მომსახურებას.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, აეროპორტებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც საავიაციო ჰაბის როლს რეგიონში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების პერსპექტივები.