მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შეკვეთილში ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარება საქართველოს ტურისტულ სექტორს ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანს - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს VR Holding-სა და „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო. მემორანდუმი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ახალი დეველოპერული პროექტის, VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის განხორციელების პროცესში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

პროექტი სასტუმრო Paragraph Shekvetili-ს მიმდებარედ, 40 ჰა ტერიტორიაზე განხორციელდება და აერთიანებს პრემიუმ ხარისხის ვილებს, რამდენიმე 5-ვარსკვლავიან საცხოვრებელ კომპლექსს, სასტუმრო და ბრენდირებულ აპარტამენტებს. როგორც ლევან დავითაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა,  VR Holding-მა საქართველოს სამშენებლო სექტორში ხარისხის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც თვისობრივად შეუწყობს ხელს საქართველოს ტურისტულ სექტორს და ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. ამასთან, ეს არის ახალი ინვესტიციები და რამდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილი.

„შეკვეთილი პარაგრაფი" უკვე გამორჩეული მიზიდულობის ადგილია ტურისტული თვალსაზრისით - საქართველოს ტურისტული პოტენციალი მთლიანად შეცვალა ამ ობიექტმა. რა თქმა უნდა, ტურისტული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო განვითარდება, რათა შევძლოთ მეტი ვიზიტორის, მეტი ტურისტის მიღება. ჩვენ ვხედავთ, ბოლო წლებში როგორ დინამიურად ვითარდება არამხოლოდ ეკონომიკა, არამედ კონკრეტულად ტურიზმის სექტორი. მაგრამ ისეთი პროექტებით, როგორიც არის „პარაგრაფი" შეკვეთილში, ჩვენ შევძელით მაღალხარისხიანი ტურისტული სექტორის განვითარების დაწყება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი, რომელმაც, ფაქტობრივად,  ქვეყანაში  ტურისტული და სასტუმრო ინფრასტრუქტურა შეცვალა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარია, მრავალფუნქციური კომპლექსი მრავალფეროვანი საკურორტო ინფრასტრუქტურით იქნება წარმოდგენილი. ამასთან, კომპლექსი მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა იქნება - პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ველო და გოლფის მანქანებისთვის განკუთვნილი ბილიკების გამოყენებით და ეკომეგობრული ტრანსპორტით. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს პროექტი არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეკოსისტემის და ინფრასტრუქტურის ეფექტიანი თანაარსებობა და ხარისხიანი განვითარება.

 

„ტურიზმის სექტორს საქართველოში განვითარების კიდევ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.  მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს ეს სექტორი ყველაზე მეტად დაზიანდა, ჩვენ საკმაოდ სწრაფი და იმედისმომცემი აღდგენის ტენდეცია გვაქვს. გასულ წელს 3.5 მილიარდი დოლარი იყო ტურიზმის სექტორიდან შემოსავალი და მიმდინარე წელს პირველი სამი კვარტლის მონაცემებით უკვე 3.3 მილიარდ დოლარს გაცდა. ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ის 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. წელს ასევე პირველი სამი კვარტლის განმავლობაში  5.6 მილიონი ტურისტი მივიღეთ - შესაბამისად, გვაქვს აღდგენის და ზრდის ტენდენცია. თუმცა, განვითარების ის პოტენციალი , რომელიც გაგვაჩნია, განხორციელებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ გვექნება ხარისხიანი მიწოდება და ხარისხიანი ტურისტული ადგილები, ისეთი ლოკაციები, როგორიც „პარაგრაფია" და მასთან ერთად უკვე ახალი ტურისტული კომპლექსი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა