მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შემოსავლების სამსახურმა AEO-ს ახალი სტატუსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციას გააცნო

news image
mbc image

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) ახალი სტატუსი და გამარტივებული საბაჟო ფორმალობები იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიებისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხი.

შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპანიების ახალი სტატუსის შესახებ ისაუბრეს და  BAG-ის წევრ კომპანიებს სიახლეები გააცნეს.

საქართველოსა და ევროკავშირს  შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო  პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან  დაახლოება. ამასთან, აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა  და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება.

აღსანიშნავია, რომ ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ, ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები  პრიორიტეტული წესით შესრულდება, რაც მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს ბიზნეს ოპერატორებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსი აღიარებულია 100-ზე მეტ ქვეყანაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო ვაჭრობაში. ხაზგასასმელია, რომ AEO-ს სტატუსის მქონე ბიზნესები მაღალი რეპუტაციით სარგებლობენ როგორც მომხმარებლებთან, ასევე პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას. ასევე, საგულისმოა, რომ სტატუსის მფლობელისათვის შესაძლებელი გახდება ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეღავათებებით ისარგებლოს იმ ქვეყნებში, რომლებთანაც მიღწეული იქნება შესაბამისი ურთიერთაღიარების შეთანხმებები.

პრეზენტაციის დასასრულს, BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა დასვეს მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი კითხვები, რის შემდეგაც, გაიმართა დისკუსია.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას შემოსავლების სამსახურთან, დღეს უწყების წარმომადგენლებმა ბიზნესს გააცნეს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) ახალი სტატუსი, რომელიც კომპანიებს შეუმსუბუქებს საბაჟო პროცედურებს და შესაბამისად, ხელს შეუწყობს მათ პროდუქტიულ საქმიანობას. მივესალმებით, ასეთ სერვისებს და ვიმედოვნებთ, რომ მათი იმპლემენტაცია ეფექტიანად განხორციელდება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა