მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შევდივართ აქტიურ ფაზაში, რაც თბილისის ახალი აეროპორტის პროექტირებას და მშენებლობას გულისხმობს – ირაკლი ქარქაშაძე

news image
mbc image

 

„უახლოეს ხანებში გამოვაცხადებთ ვაზიანის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავებაზე ტენდერს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროექტში ფინანსურ თანამონაწილეობას იღებს აზიის განვითარების ბანკი. გეგმის მიხედვით, რომელიც უფრო დამუშავებას და დაზუსტებას საჭიროებს, 2029 წლისთვის ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს ახალი აეროპორტი და დავიწყოთ ტრანზიტული პერიოდი, როდესაც თბილისის არსებულ აეროპორტს გადავიტანთ ახალ აეროპორტში“,- აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე. 

მისი თქმით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მთავრობის დავალებით, ერთი წლის განმავლობაში არაერთი კვლევა ჩაატარა, სადაც ჩართულები იყვნენ სხვადასხვა უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლები. მათ შორის, აზიის განვითარების ბანკი. დეტალურად იქნა შეფასებული 2 ვერსია: არსებული აეროპორტის განვითარება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რელოკაცია.

 ,,შეირჩა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ყოფილი ტერიტორია, რომელიც დღეს საერთოდ არ ფუნქციონირებს. დღეს პრემიერმა გააჟღერა საბოლოო გადაწყვეტილება და ჩვენ შევდივართ აქტიურ ფაზაში. რაც ნიშნავს თბილისის ახალი აეროპორტის პროექტირებას და მშენებლობას. უახლოეს ხანებში გამოვაცხადებთ ვაზიანის აეროპორტის გენერალური გეგმის შემუშავებაზე ტენდერს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროექტში ფინანსურ თანამონაწილეობას იღებს აზიის განვითარების ბანკი. ეს იქნება ძალიან ინტენსიური სამუშაოები და საკმაოდ ამბიციური განაცხადია იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი აეროპორტი არის 4.5 მლნ მგზავრის გამტარუნარიანობის და ჩვენ ვსაუბრობთ პირველი ფაზის ფარგლებში წელიწადში 10 მლნ მგზავრის გამტარუნარიანობაზე, საბოლოო პროექტი კი 20 მლნ მგზავრის გამტარუნარიანობას გულისხმობს. აქ მხოლოდ აეროპორტების და სახელმწიფოს როლზე საუბარი არ არის, კერძო სექტორსაც ძალიან დიდი როლი ენიჭება, იმისთვის რომ ეს ამბიციური განაცხადი ვაქციოთ რეალობად და მოვიზიდოთ ამ რაოდენობის მგზავრები, ავიაკომპანიები და სრულიად სხვა მასშტაბის ინფრასტრუქტურაზეა საუბარი,-‘’ აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე. 

აეროპორტის გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, დღეის მდგომარეობით არჩევანი გაკეთებულია და ნომერ პირველი გეგმა აეროპორტის განვითარების სამოქმედო გეგმის ფუნდამენტურ დოკუმენტად გარდაქმნაა. ,,გენერალური გეგმა იქნება ის დოკუმენტი, რომელიც სრულიად მოფენს ნათელს პროექტის ფაზებს, კერძო სექტორის ჩართულობას, მათ შორის კაპიტალურ დანახარჯებს’’,- აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე. მისი თქმით, ფინანსურ მოდელები დამატებითი კვლევის საგანია, რომელიც ნაწილობრივ იქნება გაწერილი ე.წ. მასტერპლანის დოკუმენტში. სახელმწიფოს ექნება მნიშვნელოვანი როლი პროექტის, როგორც დაფინანსებაში ისე მართვაში. ასევე მეტი ბერკეტი იმისთვის, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ობიექტი იყოს სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ,-‘’აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა