მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.9
0.0051
flag
AZN 1.5572
-0.0003
flag
CNY 38.926
0.0055
flag
EUR 3.0033
0.0007
flag
GBP 3.4853
0.0015
flag
KZT 54.56
0.0015
flag
TRY 0.0569
0
flag
USD 2.6468
-0.0005
news banner

შევთანხმდით, რომ ეს წარმატებული თანამშრომლობა უფრო ფართომასშტაბიან, ახალ პარტნიორობაში გადაიზარდოს - ავთანდილ კასრაძე Google-თან პარტნიორობაზე

news image
mbc image

Google Street View-ის პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, საქართველო და Google-ი თანამშრომლობის გაფართოებაზე, მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და საგანმანათლებლო რესურსების მიმართულებით მუშაობას გეგმავენ. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GITA - ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა, Google-მა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის პროცესის ეფექტიანობა განსაკუთრებით დადებითად შეაფასა, ხოლო მხარეებმა შეთანხმება გამოთქვეს, რომ რუკების პროექტის წარმატება ახალი, უფრო ფართომასშტაბიანი ინიციატივების საფუძველი გახდეს.

„ნამდვილად, Google-ის მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან სწრაფ ტემპებში უზრუნველყო ყველა საჭირო ინსტრუმენტის გადაცემა ამ პროცესის დროულად დასაწყებად. მათ აღნიშნეს, რომ სხვა არცერთ ქვეყანაში მსგავსი პრაქტიკა არ ჰქონიათ.

ჩვენი მესიჯიც სწორედ ის იყო, რომ ეს წარმატება ძალიან კარგი სიგნალი უნდა გახდეს Google-ისთვის, რათა ვითანამშრომლოთ არა მხოლოდ რუკების, არამედ ბევრი სხვა მიმართულებითაც. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი ხელოვნური ინტელექტის სფეროში პარტნიორობაზე გავაკეთეთ, ვინაიდან Google-ის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენის მხარდაჭერის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ინსტრუმენტების გამოყენება საგანმანათლებლო თუ სხვადასხვა სამუშაო პროცესში.

გარდა ამისა, Google-ს აქვს უამრავი საგანმანათლებლო რესურსი, რომელთა ხელმისაწვდომობაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალზედ პრიორიტეტულია. საბოლოოდ, ჩვენ შევთანხმდით, რომ Google Maps-თან დაკავშირებული ეს წარმატებული თანამშრომლობა უფრო ფართომასშტაბიან, ახალ პარტნიორობაში გადაიზარდოს. ამ მიმართულებით Google-ის მხრიდანაც ძალიან დიდი ინტერესი ფიქსირდება“, - აღნიშნა კასრაძემ.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 1 279 მეწარმე სუბიექტი, საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 303 კომპანიის 345 პროექტი, ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნება 1 900 ახალი სამუშაო ადგილი l პრემიერი

26.06.2026.13:36

ძალიან მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომლებიც არის განკუთვნილი მეწარმეობის მხარდაჭერისთვის, პირველ რიგში "აწარმოე საქართველოში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 1 279 მეწარმე სუბიექტი.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა. აქ დაფინანსდა 303 კომპანიის 345 პროექტი. ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნება 1 900 ახალი სამუშაო ადგილი.

"აწარმოე საქართველოს" ინდუსტრიული ნაწილი - აქ დაფინანსდა 467 კომპანიის 543 პროექტი. ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენდა 824 მილიონ ლარს, შეიქმნება 4 000 სამუშაო ადგილი. მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით 31 მილიონი ლარის 686 სესხი გაიცა. აქტიურად ვმუშაობთ ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით და აქ ხაზს გავუსვამ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტს, რომელიც ძალიან აქტიურად ხორციელდება და ძალიან მალე შეიქმნება ეს ჰაბი ძალიან მნიშვნელოვან ქალაქში, ქუთაისში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა