მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შიში, რომ Eagle Hills-ის ინვესტიციის განხორციელებით ხალხი აქ ჩამოვა და დასახლდება, უსაფუძვლოა - ირაკლი რუხაძე

news image
mbc image

შიში, რომ Eagle Hills-ის ინვესტიციის განხორციელებით ხალხი აქ ჩამოვა და დასახლდება, უსაფუძვლოა, – ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას კომპანია Hunnewell Partners-ის დამფუძნებელმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა, რომელმაც კომპანიის მიერ საქართველოში დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები შეაფასა.

„არსებობს დიდი ჯგუფი, რომელიც ნამდვილად დიდი ჯგუფია, გადამოწმებადია და ძალიან სერიოზული ჯგუფია, რომელმაც საქართველოში ინვესტიციის სურვილი გამოთქვა. მე თვითონ პირობები არ ვიცი და ამიტომ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ შემიძლია ვთქვა იმ შიშების შესახებ, რომლებიც მე მესმის. შესაძლოა ბევრი შიში იყოს - ერთი მთავარი, რაც არის, ეს არის: გამოიწვევს თუ არა ეს აქ ჩამოსვლას და დასახლებას რაღაც ხალხის, რომელიც შეიძლება იყოს კარგი, შეიძლება იყოს ცუდი. ეს შიში უსაფუძვლოა, იმიტომ რომ ერთია ვიღაცამ გააკეთოს ინვესტიცია, მეორეა  ვიღაცას მიეცეს უფლება, რომ აქ ჩამოვიდეს და დასახლდეს. ეს აბსოლუტურად ორი სხვადასხვა განზომილებაა. თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ და ამერიკაში ძალიან მარტივად, ჩაუსვლელად, იყიდოთ უძრავი ქონება, მაგრამ ეს იმის გარანტიას არ მოგცემთ, რომ ვიზას მოგცემენ,  არა თუ დასახლების უფლება მოგცენ. ანუ ქონებრივი საკითხები და რეზიდენტობის, ან ბინადრობის საკითხები არის ორი აბსოლუტურად სხვადასხვა საკითხი, სხვადასხვა ორგანოები განიხილავენ ამას და ამის ავტომატურად მიბმა არ შეიძლება თუ რატომღაც გარიგებაში არ წერია ეს. 

გარიგება არ გვინახავს და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ასეთი რაღაც ეწეროს, რომ: თუ ააშენებ მერე ვისაც გინდა ბინადრობას მისცემო. ძალიან გამიკვირდება, რომ საქართველოს მთავრობას ამ უფლების დელეგირებას გააკეთებდა კერძო ინვესტორისთვის. და ეს თუ არ მოხდა მაშინ ეს შიში უსაფუძვლოა“, - აცხადებს ირაკლი რუხაძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა