მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შოთა ბერეკაშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

news image
mbc image

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში ის საკითხები განიხილეს, რომელიც წლის დასაწყისში  ბიზნეს ასოციაციის მხრიდან გამოითქვა და რომელთა ნაწილი კომიტეტის  მიმდინარე წლის გეგმაშია გათვალისწინებული. 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხრიდან 7-8 საინტერესო ინიციატივა გამოითქვა,  საიდანაც 3 ინიციატივაზე შევჯერდით და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღეთ. დარჩენილი საკითხები ჩვენი კომიტეტის საქმიანობის დღის წესრიგში არის და ვფიქრობთ, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გადაწყდება.  ზოგადად, ჩვენი კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბიზნესის საჭიროებებს. ბიზნესმა უნდა შეასრულოს მისი მთავარი ფუნქცია - ქვეყანაში დოვლათისა და სამუშაო ადგილების შექმნა, რაც განაპირობებს ეკონომიკის ზრდას. მხოლოდ ძლიერი ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის გარანტი და ის განსაზღვრავს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას", -  განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტ სოსო ფხაკაძის განცხადებით, ასოციაცია აგრძელებს შეხვედრებს ბიზნესისთვის საინტერესო საკითხებზე.
„პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში  სამუშაო შეხვედრა გვქონდა. 7-8 საკითხზე ვისაუბრეთ, რამდენიმე საკითხი გადავწყვიტეთ, დანარჩენ ინიციატივებზე მივიღეთ დაპირება, რომ განხილული იქნება. ასეთი ტიპის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ბიზნესის აქტივობის კიდევ უფრო ზრდას, მეტი ინვესტიციების მოზიდვას და სამუშო ადგილების შექმნას. სწორედ ეს არის ჩვენი ორგანიზაციის მიზანი, რომ დავეხმაროთ ჩვენს წევრებს საქმიანობაში, რათა უკეთ განვითარდეს ქვეყანაში ბიზნესი და ეკონომიკა", -  განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა