მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7131.7
0.003
flag
AZN 1.5409
-0.0002
flag
CNY 38.826
-0.0016
flag
EUR 3.0214
-0.006
flag
GBP 3.536
-0.0005
flag
KZT 56.15
-0.0003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6191
-0.0007
news banner

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ დაცული იყოს ბალანსი ბიზნესის საჭიროებებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის, რაც გულისხმობს, მათ შორის, მიგრაციის ეფექტიან მართვას - ვახტანგ ცინცაძე

news image
mbc image

„ჩვენი მიზანია, რომ გვქონდეს ეფექტიანი და მოქნილი შრომის ბაზარი, რომელიც საბოლოო ჯამში მოგვცემს შესაძლებლობას, ეკონომიკური ზრდა გავხადოთ კიდევ უფრო ინკლუზიური“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე.

ბიზნესასოციაციის ეგიდით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო კერძო სექტორმა, სადაც მათ მიიღეს დეტალური ინფორმაცია შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში, ასევე თანმდევ საკანონმდებლო და მარეგულირებელ ჩარჩოში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

„ბევრი მიმართულებით კანონმდებლობა დაიხვეწა, ფაქტობრივად, უფრო მეტად მორგებული გახდა, ერთი მხრივ, ბიზნეს ინტერესებზე და მის საჭიროებებზე, მეორე მხრივ, აღნიშნული კანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ დაცული იყოს ბალანსი ბიზნესის საჭიროებებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის, რაც გულისხმობს, მათ შორის, მიგრაციის ეფექტიან კონტროლს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, მნიშვნელოვანი უკუკავშირი შედგა ბიზნესსექტორის მხრიდან. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის, რომ მომავალშიც გამართოს მსგავსი ტიპის კონსულტაციები და შეხვედრები კერძო სექტორთან, მოისმინოს მათი მოსაზრებები და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები განახორციელოს.

„ზოგადად მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ჩარჩო საკმაოდ ფაქიზია, მოითხოვს გარკვეულ გამოცდილებას, პრაქტიკის ჩამოყალიბებას. ეს არის დინამიური პროცესი, რასაც ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, რომ დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებები შევიტანოთ აღნიშნულ პროცესში. თუმცა, ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ჩარჩო როგორც კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფო ინტერესებს ადეკვატურად პასუხობს“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, ვახტანგ ცინცაძე შრომის ბაზარზე კვალიფიციური სამუშაო ძალის მიმართულებით არსებულ დეფიციტზე საუბრობს, მათ შორის, ინჟინერიისა და სხვადასხვა ტექნიკური მიმართულებით. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ეს საჭიროება კერძო სექტორმა უნდა შეავსოს, მათ შორის, ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი ტიპის კვალიფიკაციის კადრების არარსებობის შემთხვევაში.

„კერძო სექტორს საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საზღვარგარეთიდან მოიწვიოს მაღალკვალიფიციური მუშახელი, რაც, ერთი მხრივ, არ შეაფერხებს ბიზნეს საქმიანობას და უზრუნველყოფს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას. მეორე მხრივ, მიგრაციული პროცესები უნდა იყოს ლეგალური, საკანონმდებლო ჩარჩოში და გარკვეულ რეგულაციებში მოქცეული, როგორიც ეს აპრობირებული პრაქტიკაა გლობალურად და არაერთ განვითარებულ ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ზუსტად ამ გამოწვევებს პასუხობს აღნიშნული ცვლილებები“ - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში ვახტანგ ცინცაძესთან ერთად მონაწილეობდნენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ბუნტური, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, ასევე სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

11.08.2026.17:03

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0214 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6191 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6191 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6198 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0214 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0274 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0006 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა