მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.2
-0.0036
flag
AZN 1.555
-0.0008
flag
CNY 38.902
-0.0065
flag
EUR 3.0123
-0.0018
flag
GBP 3.5029
0.0033
flag
KZT 55.17
-0.0014
flag
TRY 0.0566
-0.0001
flag
USD 2.6431
-0.0013
news banner

შუა დერეფანი მიყვარს, ეს ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი იდეაა, ახლა სწორედ შუა დერეფანს გავდივარ, პირდაპირი მნიშვნელობით - ჯეფრი საქსი

news image
mbc image

შუა დერეფანი მიყვარს, ეს ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი იდეაა, ახლა სწორედ შუა დერეფანს გავდივარ, პირდაპირი მნიშვნელობით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა, ჯეფრი საქსმა.

წამყვანმა მას ჰკითხა, „საქართველო შუა დერეფნის პროექტში მონაწილე ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფოა და დიდ ძალისხმევას დებს მის განვითარებაში. ეს მოიცავს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩინეთთან კავშირების გამყარებას. როგორ აფასებთ ამ პროექტის მომავალს. ჩვენ ხშირად გვაკრიტიკებენ ჩინეთთან დაახლოების გამო, თუმცა ფაქტია, რომ ევროპელი ლიდერები თავად ხშირად ჩადიან პეკინში ეკონომიკური კავშირების გაუმჯობესების მიზნით“.

ჯეფრი საქსის თქმით, შუა დერეფანი იმუშავებს.

„შუა დერეფანი მიყვარს, ეს ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი იდეაა. ახლა სწორედ შუა დერეფანს გავდივარ, პირდაპირი მნიშვნელობით. 14 ივნისიდან მოყოლებული 26 ივლისამდე, ელექტრო მანქანით და ჩემს მეგობრებთან ერთად გზას დავადექით რომიდან. ვენეციის, სლოვენიის, ხორვატიის, სერბეთის, ბულგარეთის, თურქეთის, ახლა კი საქართველოს გავლით ვმოგზაურობ. შემდეგი გაჩერება აზერბაიჯანი და ყაზახეთია, უზბეკეთი, შემდეგ უკან ყაზახეთისკენ, ალმატის გავლით, ჩინეთისკენ, მათ შორის ჰონგ კონგისკენ. ზუსტად მივყვები შუა დერეფანს. გზას ელექტრო მობილებით გავდივართ, ჩინური წარმოების ელექტრო მანქანებით ვმოგზაურობთ, რადგან ჩინური წარმოების ამ სახის მანქანები საუკეთესოა მსოფლიოში. ჩვენ ვადასტურებთ რომ ამ გზის, 15 ათასი კილომეტრის გავლა, გზად დამტენი აპარატების მეშვეობით ძალიან მარტივია. შუა დერეფანი აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელია, ეს გზა და დერეფანი, ევროკავშირზე სულ ცოტათი ხანდაზმულია. ეს გზა, რომელსაც მე გავდივარ მარკო პოლოს გზაა, რომელიც მან 750 წლის წინ გაიარა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფანი 2 ათასი წლისაა, 2 ათასი წლის წინ ერთ მხარეს იყო რომის იმპერია და ჰან დინასტიის ჩინეთი მეორე მხარეს. ორი მხარე ვაჭრობდა აბრეშუმით, შუშით და ბევრი სხვა ღირსშესანიშნავი საქონლით. ორი ათასი წელია ეს მიმდინარეობს. რატომ ებრძვის ამას ევროპა? ორი მიზეზია. პირველ რიგში, ევროპას ამას ამერიკის შეერთებული შტატები ეუბნება. რატომ ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს? რადგან ჩინეთი დიდია, ძლევამოსილი და ეჭვქვეშ აყენებს იდეას, რომ მსოფლიოს ამერიკის შეერთებული შტატები მართავს. ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მართლაც დაიჯერეს, რომ მსოფლიო ჩვენ გვეკუთვნოდა, ვგულისხმობ ერთპოლუსიან სამყაროს, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი სუპერსახელმწიფოა. ეს კი სიმართლე არ გახლავთ, ჩინეთიც სუპერსახელმწიფოა, რუსეთიც სუპერსახელმწიფოა, ინდოეთი იმავე გზას ადგას. ჩინეთს ამერიკის შეერთებულ შტატებში უყურებენ როგორც ნამდვილ საფრთხეს. ჩინეთში 1981 წლიდან წელიწადში რამდენჯერმე ჩავდივარ, უკვე 45 წელია. ჩინეთი საშიშროებას არ წარმოადგენს, ჩინეთი ძალიან შთამბეჭდავი, საოცარი და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და ცივილიზაციაა. ჩინეთი წინ მიიწევს დიდი ნაბიჯებით“, - აღნიშნა მან.

ჯეფრი საქსის თქმითვე, „მეორე მიზეზი კი რატომაც ევროპა კანკალებს, ჩინეთის წარმატებაა“. 

„ჩინეთში ბევრი რამე გამოიგონეს. მე მოვინახულე ჩინური ქარხნები, ყოველი ვიზიტისას ვნახულობ მათ. დაუჯერებელია, ზოგიერთ ჩინურ ქარხანაში მუშას ვერ ნახავთ, მხოლოდ რობოტებს და ტექნოლოგიას დაინახავთ. მათ „ბნელ ქარხნებს“ უწოდებენ, ვინაიდან მათში შუქის ანთებაც კი არ არის საჭირო, რადგან ამ ქარხნებში ადამიანს ვერ ნახავთ. შესაბამისი დანადგარები ძალიან კარგია, ძალიან შთამბეჭდავია. ჩინეთმა დიდი სამსახური გაწია, ევროპა კი აცხადებს, რომ ეს უნდა შეწყდეს. ეს შეუძლებელია! თქვენი აზრით რომელ ელექტრო მანქანებს ვმართავთ ახლო მომავალში? ჩინურებს, სულ მცირე მომავალი 10, 20 წლის განმავლობაში. და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? ეს რამდენიმე რამეს მოასწავებს. მსოფლიო ეკონომიკის დინამიკის ცენტრი აზიაშია, გაცილებით მეტად ვიდრე ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩინეთის, ინდოეთის აღმასვლა - ინდოეთი მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკის პატრონია თუ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას და მსყიდველუნარიანობას გავითვალისწინებთ. ცენტრალური აზია, სამხრეთ კავკასია ასევე გაიმართება წელში, თუ მშვიდობა იქნება, თუ შუა დერეფანი იმუშავებს. ევროპაში აღმოაჩენენ რომ ჩინეთთან ვაჭრობა აუცილებელია, ძალიან საჭირო, ჩინეთი ევროპისთვის მუდამ იქნება დიდი გასაღების ბაზარი, ისევე როგორც ევროპა ჩინეთისთვის. ეს კი საქართველოსთვის შესანიშნავია. თქვენ ეპიცენტრში ხართ, თქვენ შესთავაზებთ ლოგისტიკას, ტრანსპორტს, ადამიანები ვინც აქ ჩამოვლენ სავაჭროდ იტყვიან - ღმერთო, ეს ულამაზესი ადგილია, მე მსურს აქ ვიცხოვრო, მსურს ხშირად ვესტუმრო საქართველოს, მსურს რომ საქართველოში ავაწყო საქმე. შუა დერეფანი იმუშავებს. როდესაც ევროპელები გეუბნებიან საპირისპიროს, რომ ეს ნაბიჯები არ გადადგათ, უთხარით მათ რომ მალე ისინიც მიხვდებიან და გონს მოვლენ. ეს ევროპას სჭირდება და საქართველოსაც, ჩინეთსაც. ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება და არა რომელიმე მხარის ზარალი. მე მხარს ვუჭერ ამ იდეას, მხარს ვუჭერ საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო კავშირს. მიმაჩნია, რომ ქართველმა სტუდენტებმა ჩინურ სასწავლებლებში უნდა მიიღონ განათლება. ჩემი 45 წლიანი გამოცდილებით და ჩინეთში ალბათ 100-ზე მეტი ვიზიტის ფონზე ვაცხადებ, რომ ჩინეთში ტურისტად ჩასვლაც მაგარია, ძალიან ისიამოვნებთ“, - განაცხადა ჯეფრი საქსმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2026 წლის განმავლობაში უცვლელი, 8.25%-ის დონეზე შენარჩუნდება - Galt & Taggart

02.07.2026.09:51

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას - ყოველთვიურ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. დოკუმენტი მიმდინარე ეკონომიკურ ანალიზსა და სამომავლო ტენდენციებზე პროგნოზებს აერთაინებს.

,,საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის მაისში წლიურად 6.4%-ით გაიზარდა, რაც ჩვენს მოლოდინს შეესაბამებოდა. ჩვენ ვინარჩუნებთ 2026 წლის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზს 7.0%-ის დონეზე. 2026 წლის მაისში წლიური ინფლაცია 5.7%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც აპრილში 5.9% იყო. შემცირება ძირითადად სურსათის ფასების ზრდის ტემპის შენელებამ განაპირობა. თუმცა, ეს ნაწილობრივ გაანეიტრალა ენერგომატარებლების ფასების შემდგომმა ზრდამ: ბენზინის ფასი წლიურად 26.3%-ით, ხოლო დიზელის ფასი 48.0%-ით გაიზარდა. ამ ორმა კომპონენტმა ერთად საერთო ინფლაციას დაახლოებით 1.3 პროცენტული პუნქტით შეუწყო ხელი. ვინაიდან ნავთობის მსოფლიო ფასები კონფლიქტის ესკალაციამდე არსებულ დონეს დაუბრუნდა, 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზს 4.8%-ის დონეზე ვინარჩუნებთ”, - წერს Galt & Taggart-ი.

პუბლიკაციაში მონეტარული პოლიტიკის პროგნოზიცაა განხილული, სადაც Galt & Taggart-ი აღნიშნავს, მათი პროგნოზით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2026 წლის განმავლობაში უცვლელი, 8.25%-ის დონეზე შენარჩუნდება. აღსანიშნავია ისიც, რომ განახლებულ პუბლიკაციაში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების პროგნოზი 4.9 მილიარდ აშშ დოლარის დონეზე უცვლელად შენარჩუნდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა