მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

შუა დერეფანმა უნდა იმუშაოს, როგორც ერთიანმა, ურთიერთდაკავშირებულმა სისტემამ, სადაც საზღვაო ტრანსპორტი ამ სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

„შუა დერეფანმა უნდა იმუშაოს, როგორც ერთიანმა, ურთიერთდაკავშირებულმა სისტემამ, სადაც საზღვაო ტრანსპორტი ამ სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე „ზღვებიდან დერეფნებამდე: გლობალური ვაჭრობის ახალი გეოგრაფია" გამოსვლისას განაცხადა.

თამარ იოსელიანის თქმით, პორტების გამტარუნარიანობის გაზრდა უსაფრთხო ნაოსნობას, ეფექტიან მართვას, საერთაშორისო სტანდარტებსა და კვალიფიციურ კადრებს უნდა ეფუძნებოდეს.

„შუა დერეფანი თავისი არსით მულტიმოდალურია. ჩვენი ამოცანაა, ეს მარშრუტი მაქსიმალურად შეუფერხებლად მომუშავე გავხადოთ და პორტები და საზღვაო გადაზიდვები რკინიგზასთან, ავტომაგისტრალებთან, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და ციფრულ სისტემებთან დავაკავშიროთ"- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანი ამბობს, რომ სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება საქართველოს მთავრობის პოლიტიკა.

„ჩვენ ინვესტიციებს ვდებთ მთლიან სატრანსპორტო ჯაჭვში: რკინიგზაში, ავტომაგისტრალებში, არსებულ პორტებსა და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. თუმცა, ამ ინვესტიციების რეალური ღირებულება გამოჩნდება იმით, თუ რამდენად ეფექტურად დაუკავშირდება ეს პროექტები ერთმანეთს და ფართო რეგიონის ინფრასტრუქტურას. ჩვენი მიზანი ისეთი დერეფნის შექმნა უნდა გახდეს, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება საიმედო, ეფექტიანი, უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მისივე თქმით, ამ შედეგის მიღწევა მოითხოვს ინვესტიციებსა და ძლიერ ინსტიტუტებს, თუმცა, უპირველეს ყოვლისა თანამშრომლობას მთელი დერეფნის მასშტაბით.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6128 ლარი გახდა

07.09.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0374 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6128 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6128 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6126 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0374 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0364 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.001 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა