მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შუა დერეფნის აქტუალობა დავოსში არ განელებულა და პირიქით, ის გადავიდა უფრო კონკრეტული განხილვის ფორმატში - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

ლევან დავითაშვილი: „დავოსში გამართული შეხვედრებისას საუბარი მიმდინარეობდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობასა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პროგრესზე, ეს საინტერესოა ჩვენი პარტნიორებისთვის"

„ჩვენთვის შუა დერეფნის განვითარება და პერსპექტივები ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებიც შუა დერეფნით არიან დაინტერესებულნი - ისინი ჩვენი პარტნიორები არიან, ზოგი მათგანი შუა დერეფანში იქნება ინფრასტრუქტურის, ინვესტიციების კუთხით და ზოგადად ამ სფეროს უკეთესად გამოსაყენებლად", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ლევან დავითაშვილი დავოსის 54-ე ფორუმში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ისევე, როგორც გასულ წელს, ფორუმის ერთ-ერთი აქტუალური თემა ამჯერადაც შუა დერეფანია. როგორც ის აღნიშნავს, შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა ზოგადად საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის - მათ შორის ტრანსპორტის და დასაწყობების სფეროებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში ძალიან დიდი როლი აქვს. 
„შუა დერეფანი მნიშვნელოვანი ალტერნატივაა და წლის განმავლობაში, არამხოლოდ დავოსში, გვაქვს სხვა არაერთი შეხვედრა და ფორმატი, სადაც მისი განვითარების შესახებ იქნება საუბარი. ეს გახდა აქტუალური არამხოლოდ შუა დერეფნის წამყვანი ქვეყნებისთვის - საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთისთვის, ამ დერეფნით და მისი საიმედოობით დაინტერესებულია როგორც მიმღები ქვეყნები - ევროკავშირი, ასევე ჩინეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები. ასე რომ, შუა დერეფნის აქტუალობა დავოსში არ განელებულა და პირიქით, ის გადავიდა უფრო კონკრეტული განხილვის ფორმატში - ამ შემთხვევაში საუბრებია კონკრეტული პროექტების განხორცილებაზე", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს-კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან. მათ შორის არის არაბეთის გაერთიანებული საამიროების, აბუ-დაბის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია TAQA. მინისტრის ინფორმაციით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ენერგეტიკული კომპანიაა და კონკრეტული ინტერესები საქართველოშიც გააჩნია. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დავოსში გამართული შეხვედრებისას საუბარი ასევე წარიმართა სავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესახებ. 
„TAQA-ს შვილობილი კომპანია „მასდარის" მეშვეობით ჩვენ უკვე დავიწყეთ საპილოტე პროექტის განხორციელება განახლებადი ენერგეტიკის მიმართულებით, მაგრამ მათი ინტერესი ცდება კონკრეტულად გენერაციის ერთ ობიექტს და უფრო ფართოა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია ენერგეტიკის სფეროში, ზოგადად განახლებადი ენერგეტიკის მიმართულებით და შეიძლება, ბევრი მიმართულება გამოიკვეთოს, რომელიც საინტერესო იქნება კომპანიისთვის საინვესტიციო კუთხით, ისე საქართველოსთვის პარტნიორობის თვალსაზრისით. ჩვენ ასევე შევეხეთ არამხოლოდ გენერაციის ობიექტებს და ამ სფეროში ინვესტიციებს, არამედ გადამცემ ინფრასტრუქტურას და კონკრეტულად საუბარი შეეხებოდა მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემ ხაზს, რომელიც სტრატეგიული პროექტია საქართველოსთვის. პროექტი ჯერჯერობით, როგორც იცით, ხორციელდება სახელმწიფოს მიერ პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ წამყვანი ენერგეტიკული კომპანიების მხრიდან დაინტერესება კერძო ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც საკმაოდ დიდია. ასე რომ, ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება უფრო მჭიდრო კავშირი. საუბრისას ჩვენ მოვახდინეთ თანამშრომლობის საინტერესო მიმართულებების იდენტიფიცირება. პროექტი ძალიან კომპლექსურია და ბევრი მხარის მონაწილეობაა შესაძლებელი", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 
ამასთან, ვიცე-პრემიერის განცხადებით, ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას საუბარი მიმდინარეობდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობასა და ზოგადად ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკურ პროგრესზე. როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, ეს საინტერესოა ჩვენი ქვეყნის პარტნიორებისთვის. ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, დავოსის ეკონომიკური ფორუმი მომავალი ინვესტიციების კუთხით ძალიან პროდუქტიული, ნაყოფიერი უნდა იყოს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა