მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7168
0.0013
flag
AZN 1.5324
-0.0003
flag
CNY 38.85
-0.0011
flag
EUR 2.9576
0.0024
flag
GBP 3.4624
0.0146
flag
KZT 59.24
-0.0008
flag
TRY 0.0531
-0.0001
flag
USD 2.6047
-0.0004
news banner

შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს უფრო ფართო რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაზე გადასასვლელად - გენადი არველაძე

news image
mbc image

შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს უფრო ფართო რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაზე გადასასვლელად, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატარში მიმდინარეობს.

მისი თქმით, საქართველო, სტრატეგიული მდებარეობით და მულტიმოდალური სატრანსპორტო ქსელით, აქტიურად ავითარებს სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას და განამტკიცებს ქვეყნის, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდის როლს.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის მზარდ დინამიკასა და მის როლზე ქვეყნის მთლიან ეკონომიკურ ზრდაში. გენადი არველაძის თქმით, 2019-დან 2025 წლამდე პერიოდში ტრანსპორტსა და დასაწყობებაზე მოდიოდა მშპ-ის 6%-ზე მეტი, ხოლო საშუალო წლიური ზრდა 15,9%-ს შეადგენდა.

„ამ დინამიკაზე დაყრდნობით, 2032 წლისთვის მთავრობა გეგმავს 7 მლრდ აშშ დოლარის მობილიზებას ისეთი მსხვილი სატრანსპორტო პროექტებისთვის, როგორებიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლება, საგზაო ქსელის მოდერნიზაცია, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარება. ამ ინვესტიციების მნიშვნელობა ზრდის შუა დერეფნის საერთო გამტარუნარიანობასა და შესაძლებლობებს" - აღნიშნა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა CAREC-ის სხვა ინიციატივებზე, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ სატრანზიტო პროცედურების ჰარმონიზაციასა და დიგიტალიზაციაში, ადმინისტრაციული ტვირთის შემცირებაში, გამჭვირვალობის გაუმჯობესებასა და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.

გენადი არველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა CAREC-ის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის (CARTIF) შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებასა და ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, მოლაპარაკებების წარმატებით და მოკლე ვადებში დასრულება საშუალებას მისცემს CARTIF-ის შეთანხმებას, მოიტანოს მნიშვნელოვანი სარგებელი რეგიონული ვაჭრობის, ინვესტიციების, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის.

თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ასევე აქცენტი გააკეთა ხელოვნური ინტელექტის როლზე და აღნიშნა, რომ მას ინოვაციების, პროდუქტიულობისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის სულ უფრო მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად განიხილავს.

გენადი არველაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი - როგორია სტატისტიკა

30.09.2026.19:01

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად. 

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 69.3 პროცენტია. 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 670.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული  ცვლილებების გამო ვალი 627.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ფასის ცვლილებების გამო 28.2 მლნ აშშ დოლარით და საკურსო ცვლილებების გამო 15.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო სხვა ცვლილებების გამო ვალი 1.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.3 მლრდ აშშ დოლარი (29.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.7 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 9.1 მლრდ აშშ დოლარი (24.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 22.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 733.9 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.8 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 483.0 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.2 პროცენტი) და 907.2 მლრდ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.2 პროცენტი). 

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 10.8 მლრდ აშშ დოლარი (28.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.2 მლრდ აშშ დოლარი (11.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 10.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (8.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 8.2 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 83.1 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. 

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 12.2 მლრდ აშშ დოლარი (32.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 29.9 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.1 მლრდ აშშ დოლარია (10.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 10.1 პროცენტია. 

2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 38.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 38.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 11.5 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.  2026 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 733.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 470.9 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა