მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შვეიცარიაში ექსპორტი 4%-ით, ხოლო იმპორტი 10%-ით გაიზარდა

news image
mbc image

2025 წლის რვა თვეში საქართველოდან შვეიცარიაში 74 028.5 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა. მიმდინარე სტატისტიკა ცხადყოფს, რომ წელს შვეიცარიაში ექსპორტი 4%-ითაა გაზრდილი. 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან შვეიცარიაში ექსპორტმა 71 512.8 ათასი დოლარი შეადგინა. 

შვეიცარიაში ექსპორტში ყველაზე დიდი წილი ოქროა.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო შვეიცარიაში ყიდის:

  • ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 68 937.3  ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 2 027.3 ათასი დოლარი;
  • სუნამოები და ტუალეტის წყალი - 1 192.2 ათასი დოლარი;
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 514.8 ათასი დოლარი;
  • საიუვილერო ნაკეთობები ძვირფასი ლითონებისაგან - 364.1 ათასი დოლარი;

შვეიცარიიდან იმპორტი კი 10%-იან ზრდას აჩვენებს. 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ შვეიცარიიდან 117 533.3 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი106 503.9 ათასი დოლარის. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო შვეიცარიიდან ყიდულობს:

  • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 44 380.4 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 36 192.2 ათასი დოლარი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 3 927.8 ათასი დოლარი;
  • ნაგლინი ბრტყელი სხვა ლეგირებული ფოლადებისაგან, სიგანით 600 მმ ან მეტი - 2 328.5 ათასი დოლარი;
  • ინიციატორები, დამაჩქარებლები რეაქციებისა და კატალიზატორები - 2 170.5 ათასი დოლარი;
  •  
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა