მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.8
0.0023
flag
AZN 1.5583
-0.0011
flag
CNY 39.089
-0.0072
flag
EUR 3.0351
-0.0026
flag
GBP 3.5077
0.0016
flag
KZT 54.39
0.0007
flag
TRY 0.057
-0.0001
flag
USD 2.6487
-0.0018
news banner

სიახლეების კუთხით აღნიშნული პერიოდი საკმაოდ პოზიტიურად წარიმართა - ვახტანგ შურღაია მიმდინარე ტენდენციებზე

news image
mbc image

ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა, ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბევრ სექტორზე მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც - ეს გამოიხატა ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდით, რამაც, აქედან გამომდინარე, ყველა სხვა სექტორზეც მოახდინა გავლენა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა და BV Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ შურღაიამ განაცხადა. მისი თქმით,  მიუხედავად ამისა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპმა მოლოდინებს გადააჭარბა და ბოლო წლების პოზიტიური დინამიკა შეინარჩუნა.

„მიუხედავად ამისა, როგორც ვნახეთ, საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოლოდინებთან შედარებით კიდეც გაიზარდა, რაც, ასე ვთქვათ, იმ განწყობის გაგრძელებაა, რომელსაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვხედავდით. ბიზნესი ზოგადად პოზიტიურად არის განწყობილი, ინვესტირებისა და რეინვესტირების მაჩვენებელიც სწორედ ამაზე მიუთითებს“, - აცხადებს BV Consulting-ის მმართველი პარტნიორი.

„გვახსოვს, წლის პირველ ნახევარში, მარტში, ძალაში შევიდა უცხოელებთან დაკავშირებული რეგულაციები, რის გამოც, ასე ვთქვათ, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მედიაეთერები მთლიანად ამ თემით იყო გაჯერებული. თუმცა, როგორც აღვნიშნავდით, ის საკითხები, რომლებიც ბიზნესს ძირითადად აწუხებდა, შემდგომში გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებებშიც აისახა, რამაც სექტორს საშუალება მისცა, უფრო მეტად პროცესუალურ ნაწილზე ყოფილიყო ორიენტირებული. ცვლილებების შემდგომი პაკეტი, რომელიც მთავრობამ, ფაქტობრივად, წინა თვეში დაამტკიცა, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობას ეხება - გვჯერა, რომ ეს სიახლეები მნიშვნელოვან წახალისებას ჰპოვებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მთლიანობაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკანონმდებლო სიახლეების კუთხით აღნიშნული პერიოდი საკმაოდ პოზიტიურად წარიმართა“, - აღნიშნა ვახტანგ შურღაიამ.

მისი თქმით, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავებაა საჭირო, რადგან სწორედ კომუნიკაცია და თანამშრომლობა ქმნის სწორი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველს. შურღაიას განმარტებით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ჭეშმარიტება სწორედ ურთიერთკომუნიკაციის პროცესში იბადება.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩარჩო შეთანხმება და ელექტრონული კატალოგი ბიზნესსა და სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, უფრო ეფექტურად მართონ შესყიდვების პროცესი - ვახტანგ შურღაია

22.06.2026.17:35

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები შესყიდვების პროცესის ეფექტიანობას გაზრდის და კონკურენტულ გარემოს გააჯანსაღებს, - ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა და BV Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ შურღაიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალი ინსტიტუტების ჩარჩო შეთანხმებისა და ელექტრონული კატალოგის დანერგვა ბიზნესსა და სახელმწიფოს ერთგვაროვანი და გრძელვადიანი შესყიდვების უფრო ეფექტურად მართვის შესაძლებლობას მისცემს, ხოლო შავ სიაში მოხვედრილი კომპანიების მიერ საქმიანობის ახალი იურიდიული პირებით გაგრძელების პრაქტიკა შეიზღუდება.

„მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობაში. ჩამოყალიბდა შესყიდვის ისეთი ახალი ინსტიტუტები, როგორებიცაა ჩარჩო შეთანხმება და ელექტრონული კატალოგი. ეს ორი ახალი ინსტრუმენტი როგორც ბიზნესს, ისე სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, უფრო ეფექტურად მართონ შესყიდვების პროცესი. აღნიშნული სიახლეები ძირითადად ეხება ერთგვაროვან და დროში გახანგრძლივებულ,  მაგალითად, ორ ან სამწლიან შესყიდვებს.

გარდა ამისა, კანონში დამკვიდრდა „ეკონომიკური აგენტის“ დეფინიცია და სხვა ახალი ტერმინები. ცვლილებები შეეხო ე.წ. „შავ სიაში“ კომპანიის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებსაც. კერძოდ, შეზღუდვები გავრცელდება არა მხოლოდ უშუალოდ კონკრეტულ კომპანიაზე, არამედ მასთან დაკავშირებულ სხვა ეკონომიკურ აგენტებზეც. აქამდე გვქონია შემთხვევები, როდესაც „შავ სიაში“ მოხვედრილი კომპანიის დამფუძნებლები, ფაქტობრივად, ახალ კომპანიას აფუძნებდნენ და იგივე პირები ჩვეულებრივად აგრძელებდნენ საქმიანობას. ახალი რეგულაციით ეს პრაქტიკა აიკრძალება, კანონმდებლობა ამ ნაწილში უფრო გამკაცრდება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად წაახალისებს ჯანსაღ კონკურენციას ამ სფეროში“, - აღნიშნა ვახტანგ შურღაიამ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა