მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სიმონას კრეპშტა - მისასალმებელია, რომ საქართველო მიისწრაფის დიდ წარმატებას მიაღწიოს ფინტექის სფეროში

news image
mbc image

მისასალმებელია, რომ საქართველოს აქვს მიზანი და მისწრაფება, დიდ წარმატებას მიაღწიოს ფინტექის სფეროში, მეტი კომპანია ჰყავდეს და მეტი მომსახურება შესთავაზოს მომხმარებლებს, -  აღნიშნა ლიეტუვას ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრმა სიმონას კრეპშტამ, რომელიც  აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - "იდეები კოლაბორაციული ფინტექ გარემოს შესაქმნელად რეგიონში: შუა კორიდორის მომენტუმის გამოყენება"  მონაწილეობდა.  

 

პანელური დისკუსიის მთავარი მომხსენებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა იყო.  დისკუსიის ფარგლებში განიხილეს  ფინტექის განვითარების და საერთაშორისო გადახდების მხარდასაჭერი ინიციატივები, ასევე გააზიარეს სხვადასხვა რეგიონის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. 

 

სიმონას კრეპშტას განცხადებით, ფინტექის სფეროში მსოფლიოში დიდი აქტივობა შეინიშნება, მომავალი წლიდან კრიპტო სექტორი დარეგულირდება, გააქტიურებულია ხელოვნური ინტელექტის საკითხი, რასაც ფინანსური ტექნოლოგიის მიმართულებით მომუშავე კომპანიები აქტიურად ითვისებენ. ახალი რეგულაციები და მიდგომები კი ევროპასა და სხვა ქვეყნებში მეტი მყისიერი გადახდის დანერგვის წინაპირობაა. 

 

„პანელურ დისკუსიაზე კარგი შესაძლებლობა გვქონდა გლობალურ ფინტექ ეკოსისტემაში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრა და გამოცდილება გაგვეზიარებინა. საქართველოს და ლიეტუვას მსგავს პატარა ქვეყნებს  ბევრი საერთო, დიდი იმედები და  თავდადება გვაქვს  უკეთესი ფინანსური ინსტიტუტები გვქონდეს", - განაცხადა სიმონას კრეპშტამ. 

 

პანელური დისკუსიის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ლიეტუვის ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრთანსამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკების ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო, ერთობლივ აქტივობებზე იმსჯელეს. 

 

ლიეტუვა ევროკავშირში ერთ-ერთი მთავარი ფინტექ ჰაბია. მას ყველაზე მეტი ფინტექ კომპანია ჰყავს ლიცენზირებული ისეთ ქვეყნებთან შედარებით, როგორიც არის გერმანია, ნიდერლანდები და სხვადიდი სახელმწიფოები.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა