სინგაპური და ყაზახეთი შუა დერეფნის გასწვრივ ციფრული ვაჭრობის გაძლიერებას გეგმავენ
სინგაპური და ყაზახეთი შუა დერეფნის გასწვრივ ციფრული ვაჭრობისა და ლოგისტიკის მიმართულებით თანამშრომლობას გააძლიერებენ, - ამის შესახებ სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ციფრული ვაჭრობის ინტეგრაციის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს Singapore Cooperation Enterprise-მა (SCE) და Middle Corridor Multimodal Ltd.-მა (MCM) სინგაპურის პრემიერ-მინისტრის, ლოურენს ვონგის, ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.
„დოკუმენტი ითვალისწინებს შუა დერეფნის გასწვრივ ციფრული ვაჭრობისა და ლოგისტიკის მიმართულებით ტექნიკური თანამშრომლობისა და ერთობლივი ინიციატივების განვითარებას. მიზანია მარშრუტის გასწვრივ კავშირებისა და მიწოდების ჯაჭვების მდგრადობის გაძლიერება“, - განაცხადა სამინისტრომ.
შუა დერეფანი წარმოადგენს სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც აზიასა და ევროპას რეგიონის რამდენიმე ქვეყნის გავლით აკავშირებს. ის ჩრდილოეთისა და სამხრეთის ტრადიციული დერეფნების ალტერნატივას წარმოადგენს.
შუა დერეფანი აღმოსავლეთ აზიის, მათ შორის ჩინეთის, ევროპასთან სახმელეთო კავშირს უზრუნველყოფს და უფრო გრძელი საზღვაო მარშრუტების ალტერნატივას წარმოადგენს.
სხვა სიახლეები
ქვეყნები, სადაც საქართველო ნუშის ექსპორტს ახდენს
23.10.2026.19:00
საქართველოდან ნუშის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 125.2 ათასი დოლარის ღირებულების 66.4 ტონა ნუში გაიტანა ექსპორტზე, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13.0 ტონა. შესაბამისად, ქვეყნიდან ნუშის ექსპორტი 410.8%-იან ზრდას აჩვენებს.
საქართველოსთვის ნუშის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.
TOP 2 ბაზარი, სადაც საქართველო ნუშს ყიდის:
• უზბეკეთი - 65.0 ტონა - 119.0 ათასი დოლარი;
• რუსეთი - 1.4 ტონა - 6.2 ათასი დოლარი;
რაც შეეხება ნუშის იმპორტს, აქ 138.9%-იანი ზრდა ფიქსირდება.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნუშის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია.
2026 წლის 9 თვეში საქართველოში ნუშის იმპორტი 3 ბაზრიდან განხორციელდა:
• აზერბაიჯანი - 286.0 ტონა - 492.7 ათასი დოლარი;
• აშშ - 40.8 ტონა - 203.7 ათასი დოლარი;
• თურქეთი - 33.3 ტონა - 176.5 ათასი დოლარი.