სინგაპურის ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა ქართულ ღვინოზე, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ქართული ღვინის ექსპორტს სინგაპურში - მარიამ ქვრივიშვილი
სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა და გვქონდა შესაძლებლობა, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ჯანდაცვის მინისტრებთან, გვესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც დააახლოებს ჩვენს ორ ქვეყანას ერთმანეთთან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სინგაპურში შეხვედრების შემდეგ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან - პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობაზე - ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრისას, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ცხადია, აქცენტი გაკეთდა ქართულ ღვინოზე, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ქართული ღვინის ექსპორტს სინგაპურში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, სინგაპურის კერძო და საინვესტიციო სექტორთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და პოტენციალზე.
„კერძო სექტორის წარმომადგენლებს წარვუდგინეთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, რამდენად ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, რომ ვიზიტის ფარგლებში გვექნება ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
ქვეყნები, სადაც საქართველო ნუშის ექსპორტს ახდენს
23.10.2026.19:00
საქართველოდან ნუშის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 125.2 ათასი დოლარის ღირებულების 66.4 ტონა ნუში გაიტანა ექსპორტზე, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13.0 ტონა. შესაბამისად, ქვეყნიდან ნუშის ექსპორტი 410.8%-იან ზრდას აჩვენებს.
საქართველოსთვის ნუშის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.
TOP 2 ბაზარი, სადაც საქართველო ნუშს ყიდის:
• უზბეკეთი - 65.0 ტონა - 119.0 ათასი დოლარი;
• რუსეთი - 1.4 ტონა - 6.2 ათასი დოლარი;
რაც შეეხება ნუშის იმპორტს, აქ 138.9%-იანი ზრდა ფიქსირდება.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნუშის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია.
2026 წლის 9 თვეში საქართველოში ნუშის იმპორტი 3 ბაზრიდან განხორციელდა:
• აზერბაიჯანი - 286.0 ტონა - 492.7 ათასი დოლარი;
• აშშ - 40.8 ტონა - 203.7 ათასი დოლარი;
• თურქეთი - 33.3 ტონა - 176.5 ათასი დოლარი.