სინგაპურში მთავრობის წევრებთან შეხვედრებისას გამოვკვეთეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც გავაგრძელებთ ორმხრივად მჭიდრო თანამშრომლობას - მარიამ ქვრივიშვილი
სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა არაერთი ძალიან მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მან ორმხრივი შეხვედრები გამართა ტრანსპორტისა და ინოვაციების მინისტრებთან.
„შეხვედრებისას გამოვკვეთეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც გავაგრძელებთ ორმხრივად მჭიდრო თანამშრომლობას იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნებს შორის უფრო მეტი დაკავშირებადობა, განსაკუთრებით ისეთი ეკონომიკური სექტორების მიმართულებით, როგორიც არის ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ასევე ინოვაციების სექტორი და ვაჭრობა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა
სხვა სიახლეები
თამარ იოსელიანის თავმჯდომარეობით საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
22.07.2026.18:12
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სასკოლო ზონებში საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებაზე.
კომისიამ განიხილა წარმოდგენილი პროექტები და მოიწონა ისინი მთავრობის სხდომაზე განსახილველად.
კომისიის სხდომას თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი. სხდომას დაესწრნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.