მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მუდმივ მდივანს შეხვდა

news image
mbc image

სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მუდმივ მდივანს, ბეჰ სუან გინს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე ირაკლი ნადარეიშვილმა ბეჰ სუან გინს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა და ტექნოლოგიური სექტორის განვითარების მიმართულებები გააცნო.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ორმხრივი სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერებასა და ერთობლივი მასშტაბური პროექტების განხორციელების პერსპექტივებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ციფრული დერეფნის პროექტზე, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მონაცემთა სწრაფ და უსაფრთხო მიმოცვლას ჩაუყრის საფუძველს. აღინიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და თანამედროვე ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყანას რეგიონულ ციფრულ და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.

შეხვედრაზე საქართველოში მოქმედი ოთხი გლობალური აქსელერატორის საქმიანობაზე, ინოვაციური სტარტაპის სტატუსთან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე და ქვეყნის ხელსაყრელი ბიზნესგარემოზე გამახვილდა ყურადღება. აღინიშნა, რომ ეს პირობები რეგიონული სტარტაპებისთვის საქართველოში საქმიანობის დაწყებისა და განვითარების მიმზიდველ შესაძლებლობებს ქმნის.

ქართულმა მხარემ სინგაპურელ პარტნიორებს ასევე გააცნეს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის საქმიანობა და მისი როლი ტექნოლოგიური განათლების, ინოვაციებისა და ციფრული უნარების განვითარებაში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სებ-ისა და მთავრობის წარმატებული რეფორმების შედეგად, საქართველო დღეს იმ საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს აერთიანებს | ნათია თურნავა

27.10.2026.17:50

„თბილისის ფინანსური სამიტი” დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სამიტი წელს მეორედ ტარდება და მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ფინტექ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს.

ღონისძიება სინგაპურის გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) აღმასრულებელმა დირექტორმა სოპნენდუ მოჰანტიმ გახსნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მიმართეს.

„უკვე მეორე წელია, საქართველო იმ საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს, მათ შორის სინგაპურს, იაპონიასა და შვეიცარიას აერთიანებს. ეს არის საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგი“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სამიტის გახსნაზე.

მისი თქმით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ ფინანსური სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შეინარჩუნა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკის საშუალო წლიურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, საერთაშორისო რეზერვები კი ბოლო ორი წლის განმავლობაში გაორმაგდა და 8.14 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელიც, სსფ-ს მეთოდოლოგიით განსაზღვრული მაჩვენებელი (ARA metric) ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს მნიშვნელოვნად აღემატება და 128.2%-ს შეადგენს.

ნათია თურნავას განცხადებით, ქართული საფინანსო სექტორი მაღალი კაპიტალიზაციითა და ლიკვიდობის ძლიერი ბუფერებით ხასიათდება, რაც საერთაშორისო ინვესტორებისთვის მის მიმზიდველობას ზრდის. 2025 წელს საფინანსო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წლიურმა ზრდამ 18.7% შეადგინა.

სამიტის მთავარი თემაა რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კორიდორების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ ცენტრალური ბანკების პრიორიტეტებზე, ფინანსურ სტაბილურობაზე, ციფრულ აქტივებზე, გადახდების მომავალზე, ხელოვნურ ინტელექტსა და ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოებაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში - „ცენტრალური ბანკების პრიორიტეტები 2027 წლისთვის“.

„თბილისის ფინანსური სამიტი“ საქართველოს საერთაშორისო ფინანსურ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში პოზიციების გაძლიერების, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა