სინგაპურულ კომპანიებთან ძალიან დიდი თანამშრომლობის პოტენციალი არსებობს, როგორც ინვესტიციების, ასევე ტექნოლოგიების გაცვლის მიმართულებით - ირაკლი ნადარეიშვილი
სინგაპურულ კომპანიებთან ძალიან დიდი თანამშრომლობის პოტენციალი არსებობს, როგორც ინვესტიციების, ასევე ტექნოლოგიების გაცვლის მიმართულებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა სინგაპურში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, სადაც ის აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ ფორუმში SWITCH (სინგაპურის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეული) მონაწილეობს.
სინგაპურში ვიზიტისას გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე ირაკლი ნადარეიშვილმა მხარეებს საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე რეფორმები დეტალურად გააცნო.
„სინგაპურის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეულში მონაწილეობის ფარგლებში გავმართეთ ორმხრივი შეხვედრები ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის მინისტრთან, ასევე სააგენტოსთან „აწარმოე სინგაპურში", სადაც მიმოვიხილეთ როგორც მიმდინარე, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ძალიან საინტერესო პერსპექტივები. გავაცანით მხარეებს ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, მათ შორის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მოზიდვის მიმართულებით საქართველოში", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ინოვაციური ეკოსისტემების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა.
„ის რეფორმა, რომელიც მიმდინარეობს ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით და ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სადაც საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც პოლიტიკის ნაწილში, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის ნაწილში, იმისათვის, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს - და ამ პროცესს ჩვენ ვაკვირდებით უკვე - რეგიონულ ჰაბად ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით, ტექნოლოგიური კომპანიების მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მანვე ყურადღება გაამახვილა სინგაპურულ კომპანიებთან თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე, როგორც ინვესტიციების, ასევე ტექნოლოგიების გაცვლის მიმართულებით.
"ცენტრალური დერეფნის განვითარების კვალდაკვალ ის მომსახურებები, ის სერვისები, ციფრული მიდგომები, ციფრული განვითარება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, სადაც ჩვენ ძალიან დიდ ასპარეზს ვხედავთ სინგაპურულ მხარესთან თანამშრომლობის", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
სხვა სიახლეები
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
26.10.2026.17:04
Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 120.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.13% წინა კვირასთან შედარებით და -14.59% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 307 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 119.30 - 127.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური
ვაჭრობის მოცულობამ 61 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 47.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -7.09% წინა კვირასთან შედარებით და -10.94% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 251 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 46.70 - 50.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 41.45 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.59% წინა კვირასთან შედარებით და - 7.99% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 185 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.40 - 43.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 37 ათასი აქცია შეადგინა.