SOCAR უზბეკეთის საცალო ბაზარზე შედის
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR უზბეკეთის საცალო ბაზარზე შედის, - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაილ ჯაბაროვმა ამის შესახებ ტაშკენტში მიმდინარე აზერბაიჯან-უზბეკეთის რეგიონთაშორის მე-4 ფორუმზე განაცხადა.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს მიმართ გამოხატულ ნდობას. SOCAR ხელს შეუწყობს უზბეკეთის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას. დღეს ასევე ოფიციალურად გამოცხადდება უზბეკეთის საცალო ბაზარზე ჩვენი შესვლის შესახებ, რასაც მოჰყვება ავტოგასამართი სადგურების ქსელის მშენებლობაში ინვესტიციები“, - აღნიშნა ჯაბაროვმა.
მინისტრის განცხადებით, AzerGold-ის მონაწილეობით, უზბეკ კოლეგებთან პარტნიორობით, ასევე განხორციელდება გეოლოგიური კვლევები და სამთო-მოპოვებითი სამუშაოები.
„ყველა ეს საქმიანობა უზბეკეთის სხვადასხვა რეგიონში ხორციელდება“, - აღნიშნა ჯაბაროვმა.
სხვა სიახლეები
ქვეყნები, სადაც საქართველო ნუშის ექსპორტს ახდენს
23.10.2026.19:00
საქართველოდან ნუშის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 125.2 ათასი დოლარის ღირებულების 66.4 ტონა ნუში გაიტანა ექსპორტზე, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13.0 ტონა. შესაბამისად, ქვეყნიდან ნუშის ექსპორტი 410.8%-იან ზრდას აჩვენებს.
საქართველოსთვის ნუშის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.
TOP 2 ბაზარი, სადაც საქართველო ნუშს ყიდის:
• უზბეკეთი - 65.0 ტონა - 119.0 ათასი დოლარი;
• რუსეთი - 1.4 ტონა - 6.2 ათასი დოლარი;
რაც შეეხება ნუშის იმპორტს, აქ 138.9%-იანი ზრდა ფიქსირდება.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნუშის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია.
2026 წლის 9 თვეში საქართველოში ნუშის იმპორტი 3 ბაზრიდან განხორციელდა:
• აზერბაიჯანი - 286.0 ტონა - 492.7 ათასი დოლარი;
• აშშ - 40.8 ტონა - 203.7 ათასი დოლარი;
• თურქეთი - 33.3 ტონა - 176.5 ათასი დოლარი.