მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

პროდუქტიულობის ქვეინდექსი მზარდია და სოფლის მეურნეობის დაგრში პროგრესზე მიუთითებს - ლაშა ქავთარაძე

news image
mbc image

პროდუქტიულობის ქვეინდექსი ზრდის ტენდენციას აჩვენებს და 2017–2024 წლებში სოფლის მეურნეობის დარგში მნიშვნელოვან პროგრესზე მიუთითებს, მიუხედავად იმისა, რომ სექტორი სხვა დარგებთან შედარებით კვლავ ნაკლებ პროდუქტიულია - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.  მისი თქმით, ინდექსში 2022 წელს დაფიქსირებული დროებითი შენელება ძირითადად ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობის გაუარესებით იყო განპირობებული.

„რაც შეეხება ქვეინდექსების დინამიკას, მაგალითად პროდუქტიულობის ქვეინდექსი საკმაოდ მზარდი არის და ეს მიუთითებს, რომ სოფლის მეურნეობის  დარგში გვაქვს პროგრესი პროდუქტიულობის კუთხით. შესაძლოა, ჯამურად სოფლის მეურნეობის სექტორის პროდუქტიულობა დაბალია სხვა დარგებთან შედარებით,  იმიტომ რომ აქ შედარებით მეტი დასაქმებული ნაკლებ დამატებულ ღირებულებას ქმნის ეკონომიკისთვის, თავად პროდუქტიულობის კუთხით პროგრესი შეიმჩნევა. თუ შევაფასებთ ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობას, მეცხოველეობის პროდუქტების წარმადობას და შრომის პროდუქტიულობას, პროგრესი შესამჩნევია 2017 წლიდან 2024 წლის ჩათვლით. 2022 წელს დაფიქსირდა დროებითი შენელება, რაც ძირითადად ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობის გაუარესებამ გამოიწვია და შესაძლოა ამინდის პირობებსაც უკავშირდებოდეს.

რაც შეეხება მეორე სექციას - ფასების სტაბილურობას - ეს გარკვეული რყევადობით გამოირჩევა. აქ შედის, როგორც აღვნიშნე, შუალედური საქონლის დანახარჯები, ფასები ფერმის კართან და სურსათის ფასების რყევები. ყველაზე დიდ გავლენას ამ სექციაზე სურსათის ფასების რყევები ახდენს. მაგალითად, 2019–2020 წლებში რყევები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ქვეინდექსზე უარყოფითად აისახა. 2021 წელს მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, თუმცა 2022 წლიდან კვლავ გაიზარდა და გარკვეულწილად 2023 წელსაც გაგრძელდა, ხოლო სტაბილიზაცია 2024 წელს გამოიკვეთა. 

რაც შეეხება ინვესტიციების სექციას, მიმართულებითაც პროგრესი ფიქსირდება. 2017 წლიდან 2024 წლის ჩათვლით მაჩვენებლები მზარდია. განსაკუთრებით მაღალი ზრდის ტემპი 2017-2021 წლებში ფიქსირდება, რასაც მოგვიანებით გარკვეული შენელება მოჰყვა. აღნიშნულ ზრდას, ჩვენ 2017 წლიდან ბიზნესის წილის შესამჩნევ მატებას ვუკავშირებთ, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ბიზნესის წილი მოკრძალებული არის (დაახლოებით 10-12%-ის ფარგლებშია). ეს პროგრესი უფრო მეტად იყო შესამჩნევი წინა პერიოდებში, ახლა შენელებული არის. შესაბამისად, ეს გამოწვევასაც წარმოადგენს ამ დარგისთვის - სოფლის მეურნეობის სექტორი მოითხოვს მეტს ინვესტიციებს, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც შემდგომ, რა თქმა უნდა, პროდუქტიულობის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში გადაითარგმნება. ინვესტიციების კომპონენტი ყველაზე მაღალი წონით გამოირჩევა ჩვენს ინდექსში და შესაბამისად, ინდექსის ზრდის ტემპის დაჩქარება მომდევნო პრიოდებში სავსებით შესაძლებელია, თუ ჩვენ ვიხილავთ უფრო გაზრდილ ინვესტიციებს და ბიზნესის უფრო გააქტიურებას სოფლის მეურნეობის დარგში“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ბალანსში ექსპორტად აღრიცხული მოცულობის 30.4% აზერბაიჯანთან ტექნიკურ გაცვლას წარმოადგენდა, დანარჩენი 69.6%-ის ექსპორტი თურქეთში განხორციელდა, რომლის ნახევარი ესკოს ბარტერს წარმოადგენდა | Galt & Taggart

05.10.2026.19:00

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები. 

,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა