სოფლის მეურნეობის ინდექსი ყოველწლიურად განახლდება - ლაშა ქავთარაძე
სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი ყოველწლიურად განახლდება და ყოველი წლის პირველი კვარტალში გამოქვეყნდება, რაც დარგის დინამიკაში დაკვირვების შესაძლებლობას უზრუნველყოფს - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი განმარტებით, ინდექსი სრულად ეყრდნობა წლიურ მონაცემებს და ყველა კომპონენტი განახლებულ პუბლიკაციებში აისახება.
„ინდექსის განახლებას ყოველწლიურად ვგეგმავთ, რადგან ამ სექტორში მონაცემები ძირითადად წლიურ ჭრილშია ხელმისაწვდომი. შესაძლოა, გარკვეული ტიპის მონაცემები კვარტალურიც იყოს, თუმცა ინდექსისთვის საჭირო ცხრა ინდიკატორზე სრულყოფილი ინფორმაცია მაინც წლიურად ფორმირდება. შესაბამისად, ინდექსის განახლება ყოველი წლის დასაწყისში მოხდება.
მაგალითად, 2025 წლის მონაცემები, რომლებიც ამ ეტაპზე ინდექსში არ არის ასახული, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გახდება ხელმისაწვდომი. თუმცა შემდგომ ეტაპზე ზოგიერთი ინდიკატორი დამატებით ზუსტდება, რის გათვალისწინებითაც, საბოლოოდ განახლებული ინდექსი ყოველწლიურად პირველ კვარტალში გამოქვეყნდება. შესაბამისად, ინდექსის ყველა კომპონენტი სრულად აისახება ჩვენს პუბლიკაციებში“, - განმარტა ლაშა ქავთარაძემ.
სხვა სიახლეები
ბალანსში ექსპორტად აღრიცხული მოცულობის 30.4% აზერბაიჯანთან ტექნიკურ გაცვლას წარმოადგენდა, დანარჩენი 69.6%-ის ექსპორტი თურქეთში განხორციელდა, რომლის ნახევარი ესკოს ბარტერს წარმოადგენდა | Galt & Taggart
05.10.2026.19:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.