მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე, თანამედროვე ტიპის სათბური აშენდა

news image
mbc image

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ისრაელის ქნესეთის სპიკერმა ამირ ოჰანამ და ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზაზე, ისრაელის საელჩოს დაფინანსებით აშენებული თანამედროვე ტექნოლოგიის სათბური გახსნეს.  ახალი სათბური, ჰიდროპონიკის ტექნოლოგიითა აღჭურვილი და მისი საერთო ღირებულება 95 000 აშშ დოლარია. ჰიდროპონიკის სისტემა სოფლის მეურნეობის ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც კულტურების ნიადაგის გარეშე მოყვანას ითვალისწინებს.

„საქართველოში ვიზიტით იმყოფება ისრაელის ქსენეთის სპიკერი, რომელსაც ვუმასპინძლეთ ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ისრაელთან, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაკავშირებს. MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში, 1600-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე გადამზადდა წლების განმავლობაში და ახლა, სპიკერთან ერთად, მათი მხარდაჭერით, გავხსენით ახალი სათბური, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. სათბური საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა ფერმერებმა ჰიდროპონიკის ტექნოლოგიის მეშვეობით პროდუქციის წარმოების შესახებ მეტი ცოდნა მიიღონ, რაც გაზრდის მათ პროდუქტიულობას და მოუტანს უფრო მეტ შემოსავალს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ორი ქვეყნის თანამშრომლობის გრძელვადიანი პროექტის მიზანი, მთელს რეგიონში, სადემონსტრაციო ჰაბის ჩამოყალიბებაა, სადაც აგრონომები და ექსპერტები ისრაელიდან, საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან შეძლებენ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე სტუდენტებისა და დაინტერესებული ფერმერების გადამზადებას.

„დღეს ჩვენ გავხსენით, MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური სათბური. MASHAV-ი არის პროგრამა თანამშრომლობის და ცოდნის გაზიარების, თანამედროვე ტექნოლოგიებში. ჩვენ აღვნიშნავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, რომელიც 2600 წელს ითვლის. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ვიმუშაოთ ერთად უკეთესი მომავლისთვის.  ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ აქ დღეს ვაკეთებთ“, - განაცხადა ისრაელის ქსენეთის სპიკერმა.

სათბურის მშენებლობა MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. MASHAV-ი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოა, რომელიც 1992 წელს, საელჩოს გახსნისთანავე ამოქმედდა. დღემდე, საქართველოსა და ისრაელში, MASHAV-ის პროფესიული ტრენინგ კურსები საქართველოდან 1600-ზე მეტმა სპეციალისტმა გაიარა.

სტუმრებმა წილკნის ბაზაზე პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაც დაათვალიერეს, სადაც 2017 წლიდან ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა ხდება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა