მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საძოვრების  მართვის კონცეფციის განხილვა დაიწყო

news image
mbc image

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საძოვრების მართვის კონცეფციის დაიწყო. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

„ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საძოვრების მდგრადი მართვის კონცეფციის დოკუმენტი შემუშავდა.

დოკუმენტი ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას და საძოვრების მდგრად სარგებლობას განიხილავს მეცხოველეობის დარგის განვითარების საკითხებთან ერთად. კონცეფციის თანხმად, შეიქმნება საძოვრების მართვის მუნიციპალური გეგმები, რომლის მიხედვითაც მოხდება საძოვრების იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია, ზონირება და სარგებლობის რეჟიმების დადგენა.

აღნიშნული დოკუმენტი სამინისტროს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლებმა ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულებთან და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან  ერთად განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა დოკუმენტის ძირითადი პრინციპები, მათი მნიშვნელობა და საძოვრების მდგრადი მართვის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის საკითხები განიხილეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„სახელმწიფოსა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრები, დაცული ტერიტორიებისა და ტყის მიწების ჩათვლით, სარგებლობისთვის ხელმისაწვდომი გახდება როგორც საერთო სარგებლობის რეჟიმით, ასევე  იჯარით. საერთო სარგებლობის სისტემა დაინერგება სასოფლო დასახლებების ახლომდებარე საძოვრებზე. კანონმდებლობით განისაზღვრება „სოფლის საძოვრის“ სტატუსი, ასევე ზამთრისა და ზაფხულის საძოვრის ცნება.

იგეგმება საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებების შექმნა, რომლებთაც სარგებლობაში გადაეცემათ „სოფლის საძოვრები“. კონცეფციის თანახმად, იჯარის გამოყენება გათვალისწინებულია ისეთ საძოვრებზე, რომლებიც საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებების სარგებლობაში არ იქნება,“ - განაცხადა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშალაძემ.

რუსთავში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და რეგიონის მუნიციპალიტეტის მერები; 

მცხეთაში შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

შეხვედრებზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი განხილვების მოწყობა მოსაზრებების შესაჯერებლად და კონცეფციის საბოლოო სახის შესამუშავებლად, ვინაიდან დოკუმენტის ძირითად პრინციპებს სამომავლოდ დაეყრდნობა საქართველოს კანონი საძოვრების შესახებ. „საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის“ დოკუმენტი  შემუშავდა პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში ჩამოყალიბებულ უწყებათშორის სამუშაო ჯგუფთან კოორდინაციით, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. პროექტი მხარდაჭერილია გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა