მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

სომხეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შესაძლო იმპორტის საკითხს განიხილავს

news image
mbc image

სომხეთი რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ელექტროენერგიის გადაცემის სხვადასხვა რეჟიმი არსებობს. ზოგჯერ ქვეყნებს ელექტროენერგიის ჭარბი მოცულობა აქვთ, სხვა დროს კი გაზრდილი მოთხოვნის წინაშე დგანან. იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციებს ახორციელებს, უნდა გავარკვიოთ, საჭიროების შემთხვევაში, შევძლებთ თუ არა ელექტროენერგიის იმპორტს რომელიმე ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთი ამ საკითხს ასევე საქართველოსთან, თურქეთთან და ირანთან განიხილავს.

განცხადება მოჰყვა აზერბაიჯანისა და სომხეთის ენერგეტიკის უწყებების წარმომადგენლებს შორის 25 აგვისტოს ლაჩინში გამართულ სამუშაო შეხვედრას. მხარეებმა განიხილეს ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის შესაძლებლობები, ასევე ორი ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ დაკავშირების შესაძლო ვარიანტები.

შეხვედრა ბაქოსა და ერევანს შორის ენერგეტიკის სექტორში მორიგ პრაქტიკულ კონტაქტს წარმოადგენდა. თუ მიღწეული შეთანხმებები განხორციელდება, ელექტროენერგია შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი მიმართულება გახდეს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქვეყნები, სადაც საქართველო ნუშის ექსპორტს ახდენს

23.10.2026.19:00

საქართველოდან ნუშის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 125.2 ათასი დოლარის ღირებულების 66.4 ტონა ნუში გაიტანა ექსპორტზე, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13.0 ტონა. შესაბამისად, ქვეყნიდან ნუშის ექსპორტი 410.8%-იან ზრდას აჩვენებს.

საქართველოსთვის ნუშის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.

TOP 2 ბაზარი, სადაც საქართველო ნუშს ყიდის:

• უზბეკეთი  - 65.0 ტონა - 119.0 ათასი დოლარი;
• რუსეთი - 1.4 ტონა - 6.2 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ნუშის იმპორტს, აქ 138.9%-იანი ზრდა ფიქსირდება.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნუშის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია.

2026 წლის 9 თვეში საქართველოში ნუშის იმპორტი 3 ბაზრიდან განხორციელდა:

• აზერბაიჯანი - 286.0 ტონა - 492.7 ათასი დოლარი;
• აშშ - 40.8 ტონა - 203.7 ათასი დოლარი;
• თურქეთი - 33.3 ტონა - 176.5 ათასი დოლარი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა