მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214
-0.0003
flag
AZN 1.5646
-0.0005
flag
CNY 39.23
-0.0061
flag
EUR 3.0723
-0.0056
flag
GBP 3.5619
-0.0024
flag
KZT 54.49
-0.0004
flag
TRY 0.0576
-0.0001
flag
USD 2.6593
-0.0014
news banner

სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა იქნება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების, ისევე როგორც ხალხთა შორის კავშირების გაღრმავების მიმართულებით - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანთან. შეხვედრა მარიამ ქვრივიშვილის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, სომხეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, თუმცა, ქვეყნებს შორის ამ კუთხით თანამშრომლობის შემდგომი განვითარების კიდევ დიდი პოტენციალი და რესურსი არსებობს, მათ შორის ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგასთან, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრთან. ჩვენი ურთიერთობები ჩვენს მეზობელ სომხეთთან განსაკუთრებულია და, რა თქმა უნდა, დღევანდელი შეხვედრაც გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გვესაუბრა, თუ როგორ შეიძლება ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაძლიერდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. დარწმუნებულები ვართ, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების, ისევე როგორც ხალხთა შორის კავშირების გაღრმავების მიმართულებით. უახლოეს მომავალში გვექნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რითიც ორი ქვეყნის ეკონომიკა უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას, ინვესტიციების მოზიდვას და ხალხთა შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ბიზნესწრეების დაახლოების მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ კერძო სექტორებს შორის კომუნიკაციის გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით მეტი B2B შეხვედრის, სავაჭრო მისიისა და ბიზნესფორუმის ორგანიზებას.

შეხვედრისას ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მხრიდან ხაზგასმული იქნა, რომ ბოლო წლებში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება. სომხეთი ტრადიციულად საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია - 2025 წლის მონაცემებით, სომხეთი სავაჭრო ბრუნვის მიხედვით მე-9, ექსპორტის მიმართულებით კი მე-5 პოზიციაზე იყო. მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ახალ და ტრადიციულ საექსპორტო პროდუქტებთან დაკავშირებით.

მინისტრებს შორის შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის სექტორში, ასევე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის გააქტიურების მნიშვნელობას.
„შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობის საკითხზე - თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოდან, მათ შორის, სომხეთის მიმართულებით ქართული პროდუქციის ექსპორტი. ვისაუბრეთ ტურიზმის ინდუსტრიაში მჭიდრო თანამშრომლობაზე, ისევე როგორც სხვა მიმართულებებზე, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობს, ასევე იმყოფებიან მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და თამარ იოსელიანი. სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი და მაქსიმალურად ეფექტურად ვემსახუროთ შუა დერეფანს - თამარ იოსელიანი

10.06.2026.20:33

„ჩვენთვის ჩინეთი არის სტრატეგიული მიმართულება და წლიდან წლამდე ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა მზარდია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში" სტუმრობისას, ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, უვიზო მიმოსვლის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის, პირველ რიგში, საჰაერო მიმოსვლა აღდგენილიყო, რომელიც კოვიდ პანდემიის შემდეგ იყო შეჩერებული.

„ჩინეთ-საქართველოს შორის იმდენად მზარდი მგზავრთნაკადია, რომ საქართველოს ბაზარზე 3 ჩინური ავიაკომპანია: China Eastern, China Southern და Air China - ოპერირებს. დღევანდელი მდგომარეობით, Air China და China Southern ასრულებენ რეისებს ურუმჩისა და პეკინის მიმართულებით. 2025 წელს Air China-მ ურუმჩის გავლით პეკინის მიმართულება დაამატა. ასევე China Southern ივლისიდან ურუმჩის გავლით ამატებს პეკინის მიმართულებას, რაც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ორი დედაქალაქი ერთმანეთს დაუკავშირდეს" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს, რომლის შედეგად, საქართველოს საავიაციო ბაზარზე China Eastern შემოვიდა და 15 ივლისიდან შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებაზე ფრენები კვირაში სამი სიხშირით შესრულდება.

თამარ იოსელიანის განმარტებით, ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ტურისტულ ბაზრად რჩება და ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობით პირველ ათეულში, მერვე პოზიციას იკავებს. მისივე თქმით, ვიზიტორთა მზარდი ნაკადისა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ მაისში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB China ქართული პავილიონით მიიღო მონაწილეობა.

„2023 წლის შემდეგ მგზავრთნაკადის კუთხით დაახლოებით 200%-იანი მატება გვაქვს. 2026 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით კი მგზავრთნაკადი დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინური ბაზარი საქართველოთი ძალიან დაინტერესებულია და ჩვენც არ ვაკლებთ შესაბამის ძალისხმევას - მიმდინარეობს აქტიური მარკეტინგული კამპანიები და ჩინელ კოლეგებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს ცნობადობა ამაღლდეს და შესაბამისი მგზავრთნაკადი მივიღოთ" - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, დადებითი ტენდენციაა ჩინეთ-საქართველოს შორის სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც.

„ტვირთნაკადის მხრივ ზრდის კარგი ტენდენცია გვაქვს. უმნიშვნელოვანესია „შუა დერეფანი", სადაც ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ჩინეთიდან გადმოზიდული, ისე ჩინეთისკენ გაგზავნილი ტვირთების მოცულობის თვალსაზრისით. გასულ წელს ამ მიმართულებით დაახლოებით 19%-იანი ზრდა გვქონდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ როგორც საქართველოს რკინიგზასთან, ისე საქართველოს შესაბამის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ამ მიმართულებით ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი იმისათვის, რომ მოვემსახუროთ შუა დერეფანს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა