სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ნაწილში სახელმწიფოს აქვს ტარიფის სუბსიდირების პროგრამები, რაც ძალაშია და რჩება - შოთა ბერეკაშვილი
სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ნაწილში სახელმწიფოს აქვს ტარიფის სუბსიდირების პროგრამები, რაც ძალაშია და რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„რაც შეეხება სოციალურად დაუცველებისა და მოწყვლადი ჯგუფების ნაწილს, სახელმწიფოს აქვს სუბსიდირების პროგრამები. ეს ცვლილება მათ არ ეხებათ და ეს პროგრამები ისედაც ძალაშია და რჩება.
უბრალოდ, დღემდე ჩვენ გვქონდა ერთიანი მიდგომა ფიზიკური პირების მიმართ. სამომხმარებლო ტარიფზეა აქ საუბარი: ბევრს მოიხმარდნენ თუ ცოტას, ყველასთვის ერთიანი ტარიფი იყო. ახლა სატარიფო პოლიტიკა იქნება მსგავსი იმისა, როგორიც ელექტროენერგიაზეა, ჩემი აღქმით, მაგრამ ეს სემეკის გადასაწყვეტია. კომისია განსაზღვრავს.
ჩვენ ვქმნით საკანონმდებლო ჩარჩოს და ამ საკანონმდებლო ჩარჩოში ვაძლევთ უფლებამოსილებას, რომ დიფერენცირებული მიდგომა ჰქონდეს, თუ ამას ჩათვლის საჭიროდ. აი, ეს არის აღნიშნული კანონპროექტის ცვლილება“, - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.
სხვა სიახლეები
ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურში, აზიის უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH 2026-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო
28.10.2026.12:27
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურში, აზიის უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმის- სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეულის (SWITCH 2026) გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ფორუმი სინგაპურის ვიცე-პრემიერმა, გან კიმ იონგმა გახსნა.
SWITCH-ზე საქართველო წელს პირველად არის წარმოდგენილი საკუთარი ეროვნული პავილიონით - „StartUP in Georgia".
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელშეწყობით ფორუმში ქართული სტარტაპები (Clinova, Dunno, Omniform Systems, Vybe და PhytoTester) მონაწილეობენ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ სტრატეგიული კონტაქტები, შეხვდნენ საერთაშორისო პარტნიორებს და გლობალურ ბაზრებზე გასვლის რეალური გზები დასახონ.
სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეული 400-ზე მეტ საერთაშორისო მონაწილეს აერთიანებს და 25 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს.
SWITCH 2026-ის გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ესწრებოდა.