სსფ-ს და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრები ვაშინგტონში დღეს დაიწყება
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრები აერთიანებს ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს, ფინანსთა მინისტრებს, კერძო სექტორის აღმასრულებელ პირებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და აკადემიურ წრეებს, რათა განიხილონ გლობალური ეკონომიკის მდგომარეობა და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები, როგორიცაა ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები, ფინანსური სტაბილურობა და სიღარიბის შემცირება. ეს შეხვედრები მსოფლიოში ერთადერთი ასეთი ტიპის პლატფორმაა და წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების საკითხებზე დისკუსიისთვის.
2026 წლის საგაზაფხულო შეხვედრები გაიმართება ფიზიკურ ფორმატში დღეიდან, 13 აპრილიდან, შაბათამდე, 18 აპრილამდე, IMF-ისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის სათაო ოფისებში, ვაშინგტონში.
სხვა სიახლეები
Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის ყველაზე ძლიერი სიგნალია, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოს - ილია წულაია
16.09.2026.20:12
Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის ყველაზე ძლიერი სიგნალია, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოს, - განუცხადა „ქრონიკას“ „არქის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაიამ.
წულაიას თქმით, ეს არის გზავნილი მთელი მსოფლიო ინვესტორებისთვის, რომელთაც უძრავ ქონებაში უნდათ ინვესტირება.
„Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის არის ყველაზე ძლიერი სიგნალი, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოს. ეს არის გზავნილი მთელი მსოფლიო ინვესტორებისთვის, რომელთაც უძრავ ქონებაში უნდათ ინვესტირება, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო დანიშნულების ადგილი მსოფლიოში.
ისეთ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რომელსაც იმხელა GDP, მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს, როგორიც საქართველოა, თქვენ ვერ ნახავთ, რომ Trump Tower-ის მსგავსი ბრენდი ან რომელიმე ლუქს ბრენდი შესულიყოს. ეს არის საქართველოსთვის ე.წ. დიდი ნახტომი და დანახვება მთელი მსოფლიოსათვის, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი და საქართველოში ინვესტირება ყველაზე მომგებიანია უძრავი ქონების ინვესტორებისთვის. შეიძლება ითქვას, ყველაზე მომგებიანი მსოფლიოში“, - აღნიშნა მან.