მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში არის ნდობის გამოცხადება იმ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ, რომელსაც საქართველოს მთავრობა წლიდან წლამდე უზრუნველყოფს - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნდობის გამოცხადებაა ჩვენი ქვეყნის, ქართული ეკონომიკის მიმართ - იმ ეკონომიკური განვითარების და მაჩვენებლის მიმართ, რაც საქართველოს ბოლო 5 წლის განმავლობაში აქვს, - აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოში გლობალური ბრენდის, Starbucks-ის შემოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის პირველი ობიექტიც დღეს თბილისის ცენტრში გაიხსნა.

ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, Starbucks-ი არ არის ჩვეულებრივი კომპანია, ის 80 ქვეყანაში დაახლოებით 40,000 ობიექტით არის წარმოდგენილი.

„ეს არის ნდობის გამოცხადება იმ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ, რომელსაც საქართველოს მთავრობა წლიდან წლამდე უზრუნველყოფს. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველო სტაბილურად ლიდერობს იმ წამყვან საერთაშორისო რეიტინგებში, რომლებიც ბიზნესისა და ინვესტიციების თვალსაზრისით ქვეყნების მიმზიდველობას განსაზღვრავენ. Starbucks-ი არ არის ჩვეულებრივი კომპანია, ეს არის გლობალური ბრენდი, რომელიც დაახლოებით 40,000 ობიექტით არის წარმოდგენილი მსოფლიოს 80 ქვეყანაში და მისი შემოსვლა საქართველოში არის, თავის მხრივ, კიდევ ერთი გზავნილი საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებისთვის, საერთაშორისო გლობალური ბრენდებისთვის და ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში არის მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესის კეთების გარემო",- აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველოში Starbucks-ის შემოსვლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქუვეითში საქართველოს საელჩოს ჩართულობით განხორციელდა.

ბრენდი საქართველოში Alshaya Group-მა შემოიყვანა, რომელიც Starbucks-ის ფრენჩაიზის მფლობელია ევრაზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული - ECB-ის პრეზიდენტი ციფრული ევროს პროექტზე

22.10.2026.22:08

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ციფრული ევროს დანიშნულებასა და გადახდის სისტემების მომავალზე საუბრობს. მისი განმარტებით, ციფრული ევრო ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების, მათ შორის ელექტრონული კომერციისა და სავაჭრო ობიექტებში გადახდების განხორციელებისთვის იქნება განკუთვნილი. ლაგარდი ასევე ყურადღებას ამახვილებს ევროში დენომინირებული სტეიბლკოინების როლზე ტრანსსასაზღვრო გადახდებში და ხაზს უსვამს ტრანზაქციების ღირებულების შეფასების მნიშვნელობას. ,,ციფრული ევრო გადახდების განსახორციელებლად არის განკუთვნილი. როდესაც ერთმანეთთან ფინანსური ანგარიშსწორება გვჭირდება, ამის ორგანიზება ციფრული ევროს საშუალებით შეგვიძლია. მაგალითად, თუ მე თქვენი ვალი მაქვს ან თქვენ გაქვთ ჩემი ვალი, ანგარიშსწორებას ციფრული ევროთი განვახორციელებთ. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ მობილური ტელეფონი ან ბარათი.

სწორედ ეს არის ციფრული ევროს მთავარი დანიშნულება, რაც მოიცავს ელექტრონულ კომერციას, სავაჭრო ობიექტებში გადახდებსა და სხვა ტიპის ტრანზაქციებს.

რაც შეეხება ევროში დენომინირებულ სტეიბლკოინებს, ვფიქრობ, მათი გამოყენება მიზანშეწონილია ისეთი ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის, რომლებშიც ტრანზაქციის ერთი მხარე ევროზონის ფარგლებშია, ხოლო მეორე მის ფარგლებს გარეთ. მიმაჩნია, რომ ციფრული ევრო უნდა არსებობდეს როგორც საცალო, ისე საბითუმო ფორმით, რათა შევძლოთ გადახდების ორგანიზება როგორც მოქალაქეებსა და სავაჭრო ობიექტებს, ისე ბანკებს შორის. ეს უნდა განხორციელდეს ისე, რომ გარე იურისდიქციებმა ან სხვა გარე მონაწილეებმა ვერ შეძლონ, მაგალითად, მომსახურების მიწოდების შეფერხება ან შეზღუდვა.

ჩვენი მიზანი არ არის ამ მოთამაშეების ბაზრიდან განდევნა ან მათთან კონკურენციაში უპირატესობის მოპოვება. პირველ რიგში, ისინი ამისთვის მეტისმეტად მსხვილი მოთამაშეები არიან. მეორე მხრივ, კონკურენციის შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს.

ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული”, - აცხადებს ECB-ის პრეზიდენტი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა