მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„სტორი ჰესის" მშენებლობა 2026 წელს დასრულდება - ინვესტიცია $90 მილიონია

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კახეთში ჰიდროელექტროსადგურის „სტორი ჰესისა" და ელექტროგადამცემი ხაზის „სტორი ჰესი - ახალი თელავის" სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ენერგეტიკული თვითკმარობის მიღწევა და ენერგოუსაფრთხოების ამაღლება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის. მინისტრის შეფასებით, ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიც „სტორი ჰესია" - კასკადური ტიპის „სტორი ჰესის" მშენებლობა 2026 წელს დასრულდება, მისი დადგმული სიმძლავრე 47,6 მგვტ, წლიური გამომუშავება კი 208 მლნ. კვტ. სთ. იქნება.
ჰესის ინტეგრირება საქართველოს ელექტროგადამცემ ქსელში 110კვ ელექტროგადამცემი ხაზით ,,სტორი ჰესი - ახალი თელავით" მოხდება, რომელიც ჰესის პარალელურად შევა ექსპლუატაციაში.
„ისეთი პროექტები, როგორიცაა „სტორი ჰესი" და ელექტროგადამცემი ხაზი „სტორი ჰესი - ახალი თელავი" რამდენიმე მიზანს ემსახურება - პირველ რიგში, ასეთი სიმძლავრის ჰესი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის განვითარებისთვის, გაიზრდება ქვეყნის ელექტროგენერაცია, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის და სხვა მომხმარებლების სტაბილური ელექტროენერგიით მომარაგებას. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რეგიონში იქმნება მუდმივი სამუშაო ადგილები და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა," - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილთან ერთად სამშენებლო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი გაეცნენ.
მარიამ ქვრივიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მოდერნიზების პროცესზე, რომელსაც მთავრობის გადაწყვეტილებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ახორციელებს. მინისტრის შეფასებით, კახეთის რეგიონში „სტორი ჰესი - ახალი თელავის" პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის ელექტროგადამცემი ქსელის სტაბილურობას და გააუმჯობესებს აღმოსავლეთ საქართველოს ელექტროენერგეტიკულ გამტარუნარიანობას.
აღსანიშნავია, რომ კახეთში სტუმრობისას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და კომპანია Mitas Energy and Metal Construction Inc-ის წარმომადგენელმა ბარიშ ელბასიოღლუმ ხელი მოაწერეს განახლებულ ხელშეკრულებას 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „სტორი ჰესი - ახალი თელავის" მშენებლობის შესახებ. აღნიშნული პროექტის თავდაპირველი ღირებულება 12 500 000 ევროს შეადგენდა, ახალი დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება 3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. პროექტი განხორციელდება „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის" (ENIP) ფარგლებში, KfW-ს განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. რაც შეეხება „სტორი ჰესს", მისი საინვესტიციო ღირებულება 90 მლნ. აშშ დოლარია.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მიერ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებელ კომპანიასთან მიღწეული ეს შეთანხმება უკვე მიმდინარე პროექტების ბიუჯეტის ოპტიმიზაციის კარგი მაგალითია, როდესაც ერთი და იგივე სამუშაო უფრო იაფად და, ამავე დროს, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით შესრულდება," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა