მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სუპერმარკეტებში პროდუქტები ჯერ მხოლოდ აქციის ფარგლებში იაფდება - ივა ჭყონია

news image
mbc image

რითეილ სექტორი ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების კლებას ჯერჯერობით აქციის ფარგლებში ცდილობს. დისტრიბუტორთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ მსგავსი პოზიცია აქვს დისტრიბუციასაც, რის შესახებაც მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას შეფასებით, საფასო ცვლილება პირველ ეტაპზე საგრძნობია და ეს მიდგომა შენარჩუნდება, სანამ გრძელვადიან სტრატეგიას შეიმუშავებენ.

„გამიჭირდება ლაპარაკი, ზუსტად რა მაჩვენებლით იაფდება პროდუქტები, თუმცა ტენდენცია დაწყებულია.  რითეილ სექტორთან ზეპირად შევთანხმდით, რომ პირველ ეტაპზე საგრძნობი ყოფილიყო ცვლილება, აქციების ფარგლებში დაგვეწყო  დასტაბილურება ბაზარზე და ასეც ხდება.  პირველადი მოხმარების პროდუქტებზეა საუბარი. შესაბამისად, ძირითადი რესურსი ამ მიმართულებით გადავისროლეთ.

კომპანიას, ვთქვათ, თავის პორტფელში თუ აქვს სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, ინტენსიურად ხდება აქციების ფარგლებში ფასების კორექტირება  როგორც სადისტრიბუციო კომპანიების, ასევე რითეილ სექტორის მხრიდან. ჩათვალეთ, რომ ძირითადი პროდუქტების გაყიდვებზე  ამონაგები მინიმალურია. თუმცა ვერ დავაკონკრეტებ, რომელ პროდუქტს რამდენი პროცენტი აკლდება, ყველა კომპანიაში ინდივიდუალურადაა, ვის რისი რესურსიც გააჩნია. სანამ ჩამოვყალიბდებით ასე ვარჩიეთ, სანამ  გრძელვადიანი სტრატეგია შემუშავდება“, - ამბობს ივა ჭყონია Business Insider Georgia - თან.

მისი თქმით, რომელი მეთოდიც მისაღები იქნება მომხმარებლისთვის, მხარეებიც საბოლოოდ იმ ვარიანტზე შეჯერდებიან. ,,აქციები და მარკეტინგული მხარდაჭერა პროდუქტის ცნობადობის ასამაღლებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გზა თუ  უფრო რელევანტური აღმოჩნდება მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისად ვიმსჯელებთ რითეილ სექტორთან ერთად, როცა შესაბამისი კანონპროექტი ამოქმედდება ,,სამართლიან ვაჭრობასთან“  დაკავშირებით, რაც ფასებზე კონტროლს ნამდვილად არ ითვალისწინებს.  რა პრობლემაც არის რითეილ სექტორთან მიმართებაში, დარეგულირდება, რაც დადებითად აისახება  ცალსახად ფასებსა და მხარეებს შორის ურთიერთობაზეც“, - ამბობს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, ამ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ  უკვე 20-30%-ით არის შემცირებული ფასები სურსათზე, ძირითად პროდუქტებზე და სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაიკლებს მომდევნო თვეებში, მას შემდეგ, რეგულაციები დაწესდება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა