მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

დარწმუნებული ვარ, „თბილისის ფინანსური სამიტი" მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს - Swift-ის წარმომადგენელი ჯემ სოიდემირი

news image
mbc image

შეიძლება ითქვას, რომ „თბილისის ფინანსური სამიტი" ძალიან დროული და კარგად ორგანიზებული ღონისძიებაა, რომელშიც სპიკერებიცა და აუდიტორიაც სრულად არის ჩართული, - ამის შესახებ ჯემ სოიდემირმა, Swift-ისგადახდების ბაზრის განვითარების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, თურქეთის, კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ინდოეთის სუბკონტინენტის რეგიონებში.

„დარწმუნებული ვარ, „თბილისის ფინანსური სამიტი" კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს მომდევნო წლებში, თუ გრძელდება", - აღნიშნა Swift-ის წარმომადგენელმა.

მან ასევე ისაუბრა სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიებზე განხილულ თემებსა და საკითხებზე, მათ შორის ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით.

„დღესდღეობით არსებობს რამდენიმე გარდაუვალი გლობალური ტენდენცია, რომელიც საქართველოსა და ზოგადად რეგიონზე ვრცელდება. ამ მხრივ გამოვყოფდი სტაბილურ მონეტებსა და ციფრულ აქტივებს, რომლებიც აყალიბებენ ფინანსურ ტექნოლოგიებსა და საბანკო ინდუსტრიას. ჩვენ დავინახეთ, რომ როგორც ტრადიციულ, ისე ახალ ინფრასტრუქტურებს შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთქმედება და უახლოეს მომავალში ვიხილავთ, რომ ორივე მათგანი ერთობლივად იმუშავებს მომხმარებლების საკეთილდღეოდ, რათა უზრუნველყონ მყისიერი, შეუფერხებელი გადახდები როგორც შიდა, ისე ტრანსსასაზღვრო დონეზე", - აღნიშნა ჯემ სოიდემირმა.

სამიტის ფარგლებში ჯემ სოიდემირმა, სებ-ის ვიცე პრეზიდენტთან ეკატერინე გალდავასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „რეგიონული დაკავშირებადობის ინფრასტრუქტურის განვითარება" მიიღო მონაწილეობა.

დისკუსიის მთავარი თემა ქვეყნებს შორის გადახდების განვითარება, ფინანსური ინფრასტრუქტურის ურთიერთთავსებადობა და რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერება იყო.

პანელის მონაწილეებმა, რომლებსაც ქვეყნებს შორის გადახდების განვითარებისა და საგადახდო ინფრასტრუქტურების ურთიერთდაკავშირების მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება აქვთ, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და ხედვები სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტიანი გადახდების განვითარების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

„თბილისის ფინანსურმა სამიტმა" წელს 60-მდე ქვეყნის 1000-მდე მონაწილეს უმასპინძლა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველო–სინგაპურის ფინტექის მომავალ ლიდერთა სასტიპენდიო პროგრამის შესახებ შეთანხმება სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გააფორმდა

29.10.2026.15:45

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ციფრული აქტივებისა და ინსტიტუციურმა ბანკმა Pave Bank-მა და სინგაპურში დაფუძნებულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ Global Finance & Technology Network (GFTN) ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და სინგაპურს შორის უმაღლესი განათლების სფეროში პირველი გაცვლითი პროგრამის შექმნას და ორ ქვეყანას შორის კერძო სექტორის მიერ დაფინანსებული პირველი ფინტექ სტიპენდიის პროგრამის ამოქმედებას.

შეთანხმების საფუძველზე შეიქმნება საქართველო-სინგაპურის ფინტექის სტიპენდიანტთა პროგრამა (Georgia-Singapore Fintech Scholars Programme), რომელიც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს აკადემიური და პრაქტიკული ცოდნა მიიღონ სინგაპურში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინტექ ეკოსისტემაში.

საქართველო-სინგაპურის ფინტექის მომავალ ლიდერთა სასტიპენდიო პროგრამის შექმნის შესახებ შეთანხმება სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორდა. მისი დეტალები გუშინ „თბილისის ფინანსური სამიტის" ფარგლებში გახდა ცნობილი. წლევანდელი სამიტის განსაკუთრებული სიახლე სწორედ საგანმანათლებლო კომპონენტია, რადგან ფინანსური და ტექნოლოგიური სექტორის განვითარება უშუალოდაა დაკავშირებული კვალიფიციური კადრების მომზადებასა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასთან. პროგრამის მონაწილეები სინგაპურის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ისწავლიან და შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სინგაპურის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური ცენტრის ფინტექ ეკოსისტემას.

საქართველო-სინგაპურის გაცვლითი პროგრამა მომავალი წლიდან დაიწყება. იგი თსუ-ს ბიზნესისა და STEM მიმართულებების საუკეთესო სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ერთი სემესტრი გაატარონ Singapore Management University-ში (SMU). პროგრამა მხოლოდ აკადემიური სწავლებით არ შემოიფარგლება და სტუდენტების პროფესიული განვითარების მრავალმხრივ შესაძლებლობებს მოიცავს. აღნიშნული ითვალისწინებს სპეციალურად შემუშავებულ სასწავლო აქტივობებს, ფინტექ ინდუსტრიასთან უშუალო თანამშრომლობასა და მენტორობას სინგაპურში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, სტაჟირება გაიარონ პარტნიორ ორგანიზაციებში.

ამასთან, სტიპენდიატები გახდებიან GFTN-ის გლობალური ქსელის „ცოდნის წრის" წევრები. ეს არის საერთაშორისო პროფესიული ქსელი, რომელიც მონაწილეებს ცოდნის გაზიარებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს. პროგრამას Tether და Pave Bank აფინანსებენ.

მხარეებს შორის ოფიციალური მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას კომპანია Tether-ის გაფართოების დირექტორი მარკო დალ ლაგო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე ესწრებოდნენ. სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით მისასალმებელია, რომ საქართველოსა და სინგაპურს შორის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და პროფესიული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე სწორედ „თბილისის ფინანსური სამიტის" ფარგლებში გადავიდა.

„ახალგაზრდებში ფინანსურ და ეკონომიკური წიგნიერებაზე ზრუნვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გვჯერა, რომ ახალგაზრდა თაობისთვის საფუძვლიანი ფინანსური ცოდნის მიცემა, ეკონომიკური პროცესების სიღრმისეული გააზრების ხელშეწყობა აუცილებელია როგორც ჯანსაღი ფინანსური სისტემის, ასევე ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებთან, რათა დავეხმაროთ სტუდენტებს მათთვის თანამედროვე ტენდენციების, საუკეთესო გამოცდილებისა და უახლესი მონაცემების გაზიარების გზით. ეს პროგრამა არა მხოლოდ ქართველ სტუდენტებს გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს, არამედ კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და სინგაპურს შორის თანამშრომლობას ფინანსური ინოვაციების, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით", - განაცხადა სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება წელს თბილისში, „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში", უკვე მეორედ გაიმართა. სამიტის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN). ერთობლივად ორგანიზებულ სამიტზე მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის პირველი პირები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ფინტექ ინდუსტრიისა და ფინანსური სექტორის ლიდერები, საერთაშორისო კომპანიებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები. სამიტის მიზანია ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს, როგორც რეგიონული ფინანსური და ტექნოლოგიური პლატფორმის, როლის განმტკიცება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა