მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

SWITCH 2026 არის უდიდესი საერთაშორისო პლატფორმა და ნიშანდობლივია, რომ ქართული ეკოსისტემისთვის ეს არის პირველი ნაბიჯები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

„ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ამ თვალსაზრისით ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბება, გაძლიერება წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს", - აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა სინგაპურში ვიზიტისას გააკეთა, სადაც ის აზიის უმსხვილეს ტექნოლოგიურ ფორუმში SWITCH 2026 (სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეული) მონაწილეობს.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს ინიციატივა ქართული ეკოსისტემისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„წელს პირველად საქართველო სინგაპურის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კვირეულში მონაწილეობს. ეს არის უდიდესი საერთაშორისო პლატფორმა და ნიშანდობლივია, რომ ქართული ეკოსისტემისთვის ეს არის პირველი ნაბიჯები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით, სადაც არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიური ბაზარი, ძალიან საინტერესო ვენჩურული კაპიტალის მიმართულება. ეს არის დიდი შესაძლებლობა ჩვენი სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის შემდგომი დიდი გლობალური ნაბიჯების გადასადგმელად", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ნაწილში სახელმწიფოს აქვს ტარიფის სუბსიდირების პროგრამები, რაც ძალაშია და რჩება - შოთა ბერეკაშვილი

28.10.2026.11:45

სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ნაწილში სახელმწიფოს აქვს ტარიფის სუბსიდირების პროგრამები, რაც ძალაშია და რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება სოციალურად დაუცველებისა და მოწყვლადი ჯგუფების ნაწილს, სახელმწიფოს აქვს სუბსიდირების პროგრამები. ეს ცვლილება მათ არ ეხებათ და ეს პროგრამები ისედაც ძალაშია და რჩება.

უბრალოდ, დღემდე ჩვენ გვქონდა ერთიანი მიდგომა ფიზიკური პირების მიმართ. სამომხმარებლო ტარიფზეა აქ საუბარი: ბევრს მოიხმარდნენ თუ ცოტას, ყველასთვის ერთიანი ტარიფი იყო. ახლა სატარიფო პოლიტიკა იქნება მსგავსი იმისა, როგორიც ელექტროენერგიაზეა, ჩემი აღქმით, მაგრამ ეს სემეკის გადასაწყვეტია. კომისია განსაზღვრავს.

ჩვენ ვქმნით საკანონმდებლო ჩარჩოს და ამ საკანონმდებლო ჩარჩოში ვაძლევთ უფლებამოსილებას, რომ დიფერენცირებული მიდგომა ჰქონდეს, თუ ამას ჩათვლის საჭიროდ. აი, ეს არის აღნიშნული კანონპროექტის ცვლილება“, - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა