T0P - 10 კომპანია სქართველოდან, რომელიც უკრაინასთან ექსპორტში დაწინაურდა
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში უკრაინა საქართველოს ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში ბოლო ადგილეზეა. უკრაინაში იანვარ-ივნისში ექსპორტზე $50 მილიონის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 1,6%-ია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდტან შედარებით კლება -42.6%-ია.
კომპანიები რომლებმაც უკრაიბაში 2023 წლის იანვარ-ივნისში ყველაზე მატი პროდუქტი გაიტანეს:
(კომპანიების სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
რას ყიდის საქართველო უკრაინაში:
| ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები (ლიტრი 100% სპირტი) | 12,553.9 | 2,824,957 | |
| მსუბუქი ავტომობილები (ცალი) | 7,255.0 | 519 | |
| მინერალური და მტკნარი წყლები (ლიტრი) | 6,902.8 | 8,583,655 | |
| ყურძნის ნატურალური ღვინოები (ლიტრი) | 6,402.5 | 2,286,275 | |
| ნავთობი და ნავთობპროდუქტები | 4,126.8 | 2,191.8 | |
| ნარჩენები და ჯართი სპილენძისა | 2,370.6 | 308.0 | |
| ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული | 1,862.7 | 1,577.0 | |
| თხილი და სხვა კაკალი | 1,098.3 | 219.3 | |
| წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით (ლიტრი) | 705.6 | 1,168,749 | |
| პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით | 701.5 | 593.6 | |
| დანარჩენი საქონელი | 6,049.1 |
|
საქართველოდან უკრაინაში ექსპორტში, პროდუქციის ჩამონათვალში პირველ ადგილზეა ეთილის სპირტი, მეორეა მსუბუქი ავტომობილები, ხოლო მესამე ადგილს მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი იკავებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826